„ლანჩხუთობაზე“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 5 მათგანს, რომელთაც სკოლაში მუშაობის ყველაზე მეტი სტაჟი აქვს, მადლობის სიგელები გადასცა.
51 წელი ანუ ნახევარ საუკუნეზე მეტი სკოლაში! ასეთია ქალაქის #3 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ნინო კეკელიძის რეკორდი. ასევე ორივე ჯილდო მიიღო #1 სკოლის პედაგოგმა, ნატო ჩხაიძე, რომელიც მოსწავლეებთან 44 წელია, მუშაობს, ისევე როგორც აცანის სკოლის მასწავლებელი – ნანი კუკულავა. მათზე 3 წლით მეტი სტაჟი აქვს ლიანა აფხაძეს შუხუთის საჯარო სკოლიდან. 43 წლია, მოსწავლეებთან არის სუფსის საჯარო სკოლის პედაგოგი – რუსუდან მურვანიძე.


„გურია თუდეის“ ფოტოკოლაჟები დაჯილდოებიდან
როგორც ვთქვით, ხუთივე მათგანს წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულთან ერთად სამინისტროს მადლობის სიგელები გადაეცათ.
დანარჩენი 20 სკოლიდანაც დასახელდა წლის საუკეთესოები: ლიანა ჩხაიძე (ქალაქის #3 საჯარო სკოლა), სოფიკო ვადაჭკორია (აკეთის ს/ს), გიორგი მალაზონია (მამათის ს/ს), თეონა მიმინოშვილი (ნიგოითის ს/ს), ბიძინა კუკულაძე (ჩიბათის ს/ს), ცირა მსხილაძე (ლესის ს/ს), ნინო მარგალიტაძე (ჯურუყვეთის #1 ს/ს), სოსო ტუღუში (ნიგვზიანის ს/ს), ზაურ გოგიტიძე (ხაჯალიის ს/ს), თამარ გეგუჩაძე (ჩოჩხათის ს/ს), ნუნუ კუნჭულია (წყალწმინდის ს/ს), მაია ცეცხლაძე (ღრმაღელის ს/ს), ეთერ ცინცაბაძე (ჭანჭათის ს/ს), მაია აბაშიძე (ქვ. აკეთის ს/ს), ეკა წულაძე (ქვიანის ს/ს), დარეჯან გიგინეიშვილი (ნინოშვილის ს/ს), მადონა პაპავა (ჯურუყვეთის #2 ს/ს), ნანული გურგენაძე (ახალსოფლის ს/ს), ლიანა ანანიძე (შრომისუბნის ს/ს) და ნინო მოისწრაფეშვილი (მართლმადიდებლური სკოლა).




