ლანჩხუთელებს მინიმუმ ფრე სჭირდებოდათ მთავარ კონკურენტთან, ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში რომ დარჩენილიყვნენ.
მატჩის დასაწყისშივე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სტუმართა გამოცდილმა მეკარე თათია გაბუნიამ და სოლანჟე კარვალიაშის არცთუ სახიფათოდ დარტყმულ ბურთზე რეაგირება ვერ მოახერხა _ ბურთს თვალი მიადევნა და კარის ბადეში „მიაცილა“, 0:1.
მეორე ტაიმში უკვე უკანა ხაზი შეცდა, თუმცა არ არის გამორიცხული, მსაჯებს თამაშგარე გაეპარათ – ყოველ შემთხვევაში, საეჭვოდ ახლოს აღმოჩნდნენ თბილისური კლუბის შემტევები გურულთა მეკარესთან და გაბი და სილვას ხელი ვერც გაბუნიამ შეუშალა – 0:2.
თითქოს გამოუვალ მდგომარებაში ჩავარდნილ გურულებს მატჩის ბოლოს შანსი მიეცათ _ ჩისომ ონიევუენმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა.

„ნიკე-ლუსომ“ „ლანჩხუთს“ 6 ქულით გაუსწრო
გურულები შტურმზე გადავიდნენ, მალე ტატიანა მატვეევამ მეორე ყვითელი მიიღო და გიორგი ჩხაიძის გუნდი 10 მოთამაშით ეცადა შანსის მიღებას. ბოლო წამებზე ლანჩხუთელები თვლიდნენ, რომ „ნიკე-ლუსოს“ მეკარემ ბურთიანად გადაკვეთა კარის ხაზი, მაგრამ…
მსაჯის საფინალო სასტვენს მოედანზე ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა. ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე გააძევეს. მინდორზე „ნიკე-ლუსოს“ ქომაგებიც შეიჭრნენ, როგორც ვიდეორეპორტაჟში გამოჩნდა, საფინალო სასტვენამდეც კი და დაპირისპირებაში ჩაერთვნენ…
2:1 იმას ნიშნავს, რომ თბილისელებმა მოქმედ ჩემპიონებს 6 ქულით გაუსწრეს და ტიტულის მოპოვებაში ხელს ვერაფერი შეუშლით.
P.S. „გურია თუდეის“ ინფორმაციით, „ლანჩხუთმა“, შესაძლოა, მატჩის შედეგის გაუქმება მოითხოვოს…
20.09.2025 | თბილისი | დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი | ნიკე-ლუსო 2:1 ლანჩხუთი
1:0 კარვალიაში (4), 2:0 გაბი და სილვა (63), 2:1 ონიევუენი (86).
გაძევება: მატვეევა (90+1), სმიტ პაული (90+8), ბუხრიკიძე (90+8)
ლანჩხუთი: გაბუნია, მატვეევა, ჩხარტიშვილი, მურილო, რასელი, წულაია (61. ჭიჭინაძე), კამარგო, წიქარიძე, ბოლქვაძე (70. ონიეუვენი), ტელესი (78. სმიტ-პაული), სულაშვილი


