ლანჩხუთის 25 ელექტრონული უბნის მონაცემებით, საკრებულოში შედიან „ქართული ოცნების“ 12, ხოლო „ძლიერი საქართველო-ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩის“ თითო წარმომადგენელი

|

Loading

ლანჩხუთის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ისევ უმრავლესობა ეყოლება

ლანჩხუთის 31 საარჩევნო უბნიდან უკვე ცნობილია იმ 25-ის მონაცემები, სადაც არჩევნები ელექტრონული სიტემით ჩატარდა. ლიდერობს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 8319 ხმა მიიღო (79,75%), მეორე ადგილზეა „ძლიერი საქართველო-ლელო“ _ 728 ხმა (6,98%), შემდეგ თითქმის თანაბარი მონაცემებით მოდიან „გახარია საქართველოსთვის“ (587 ხმა, 5,62%) და „გირჩი“ (548 ხმა, 5,25%).

სულ ლანჩხუთში 5 პარტია იღებდა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. სავარაუდოდ, ბარიერს ვერ გადალახავენ „კონსერვატორები საქართველოსთვის“, რომელსაც ელექტრონული სისტემით ჩატარებულ უბნებზემხოლოდ 250 ხმა აქვს, რაც 2.40%-ია.

ამ მონაცემებით, ლანჩხუთის საკრებულოში მმართველ პარტიას 12 წევრი შეჰყავს (რაც „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო შედეგია), ოპოზიციას კი მხოლოდ სამი წარმომადგენელი ეყოლება, რაც ყველა დაბალი წარმომადგენლობა იქნება მუნიციპალიტეტის ისტორიაში.

დარჩენილია 6 უბნის მონაცემების დათვლა, სადაც არჩევნები ძველი მეთოდით ჩატარდა. სავარაუდოდ, ის დიდ გავლენას ვერ მოახდენს ზემოხსენებულ მონაცემებზე.

ცნობისთვის, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის _ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებზე ლანჩხუთში მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს.

რას ჩივი?