ლანჩხუთის საკრებულოს 32 წევრიდან 19 თანამდებობას იკავებს, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება

|

Loading

ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა _ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“. პირველს ია მოქია უხელმძღვანელებს და 7 მოადგილე ეყოლება: კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, სპარტაკ კვაჭაძე, ვლადიმერ ნანაძე, ირაკლი ცინცაძე და ვანო ებრალიძე. აქედან პირველი ხუთეული წინა მოწვევის საკრებულოშიც იგივე პოზიციას იკავებდა, ხოლო ბოლო ორი ახალი სახეა.

მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო გიორგი მორჩილაძეც, რომელიც ახლა ფრაქცია „ხალხის ძალაში“ იგივე თანამდებას დაიკავებს, ხოლო თავმჯდომარე დარეჯან ბურჭულაძე იქნება.

საერთო ჯამში, ლანჩხუთის საკრებულოს 32 წევრიდან 19 მაღალ თანამდებობას იკავებს ( „ქართულ ოცნებას“ თავისივე ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება უკან რომ არ გაეწვია, კომისიის თავმჯდომარის 5 მოადგილე დაემატებოდა). ზემოხსენებული 2 ფრაქციის 2 თავმჯდომარისა და 8 მოადგილის გარდა, ესენი არიან _ საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პირველი მოადგილე ვერიკო კვირკველია, მოადგილეები: გიორგი ჩახვაძე და მაია ლომთაძე, კომისიის თავმჯდომარეეები: კახა კვიტაიშვილი, გიორგი იმნაიშვილი, ზაზა წულაძე, გიორგი ხელაძე და ალექსანდრე მახათაძე.

რას ჩივი?