ლანჩხუთის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელს თითქმის 7 %-ით აღემატება

|

Loading

ლაჩხუთის 31 საარჩევნო უბანზე, 15 საათის მონაცემებით მისულია 9672 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის (27 095) 35,69%-ს შეადგენს. 12 საათის მომაცემებით ეს მაჩვენებელი 22,1% (5987 ამომრჩეველი) იყო.

ცესკოს 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობამ ამომრჩეველთა 28.22% შეადგინა. კერძოდ, ამ დროისთვის, ხმის მიცემის უფლებით 991 651-მა მოქალაქემ ისარგებლა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ლანჩხუთში აქტივობა მთელი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 6,88%-ია.

რას ჩივი?