„ლანჩხუთის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სადისციპლინო კომიტეტმა „ნიკე-ლუსოს“ ქომაგების მოედანზე გადასვლა და ფეხბურთელების ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაადგინა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „ლანჩხუთი“-„ნიკე-ლუსოს“ მატჩი და გურული კლუბის ლოგო

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო და საფეხბურთო დავების კომიტეტმა ოფიციალურად დაადგინა და დაადასტურა „ნიკე-ლუსოს“ გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზე და გუნდის წარმომადგენლებზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი.

„ლანჩხუთი“ სადისციპლინო გადაწყვეტილებიდან ამონარიდს ავრცელებს: „კომიტეტმა დაადგინა, რომ 2025 წლის 20 სექტემბერს, ქალთა ლიგის ეგიდით, ქ.ს.კ. „ნიკე ლუსოსა“ და ქ.ს.კ. „ლანჩხუთს“ შორის გამართული მატჩისთვის სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, რის გამოც ქ.ს.კ. „ნიკე ლუსოს“ გულშემატკივრებმა მატჩის დასრულების შემდეგ შეძლეს მოედანზე შესვლა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გუნდის წარმომადგენლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება“. სადისციპლინო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქ.ს.კ. „ნიკე ლუსო“ დაისაჯოს ნეიტრალურ სტადიონზე სხვა ქალაქში 3-მატჩის ჩატარებით“.

შეგახსენებთ, რომ „ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ შეხვედრის დასასრულს ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოედანზე გარეშე პირები შედიან და აქტიურად მონაწილეობენ არეულობაში. გურული კლუბის განცხადებით, „ნიკე-ლუსოს“ თურქმა ქომაგებმა მათ ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელდა 16 წლის ანანო წიქარიძის განცხადება და ფოტო, სადაც სახეზე ჩანს დაზიანების კვალი.

ცნობისთვის: „ნიკე-ლუსომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლანჩხუთმა“ ქომაგების მხრიდან ფეხბურთელებზე თავდასხმის მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

რას ჩივი?