ლანჩხუთის მერიამ „გურია თუდეის“ წინადადება გაითვალისწინა და დააჯილდოვა მარიამ ღვინიანიძე, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა

|

Loading

ალექსანდრე სარიშვილი და მარიამ ღვინიანიძე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებული მარიამ ღვინიანიძე დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „მარიამმა ეროვნული  გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენიტია“ _ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გურია თუდეიმ“ ჯერ კიდევ სამი თვის, როცა მედალოსნების დაჯილდოება მოხდა, მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, მარიამ ღვინიანიაძეზეც იგივე გაეკეთებინათ და ამაში გასაკვირი არაფერია _ მან, ანა სალუქვაძესა და თეა გუჯაბიძესთან ერთად, ლანჩხუთელი აბიტურიენტებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და 70%-იანი გრანტი მოიპოვა [წაიკითხეთ: ექსკლუზივი: 12 პირველიდან და ლესის 5 ოქროს ციცა, 6 მარი(ამი), 6 ანა(ნო), 4 ელენე, სხვა 30 და… მარიამ ღვინიანიძე (?!) – დღეს, ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში მედალოსნებს დააჯილდოებენ

მაშინ გავარკვიეთ, რომ რადგან ბიუჯეტით განსაზღვრული იყო მხოლოდ მედალოსნების დაფინანსება, იმ პერიოდში მარიამს ვერ დააჯილდოებენ, რადგან ეს წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლო რესურსის გამოყენებად ჩაითვლებოდაა. მაშინ იმედი გამოვთქვით, რომ მარიამის ნიჭიც დაფასდებოდა და გვიხარია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენი წინადადება გაითვალისწინა.

ასევე წაიკითხეთ:

„გურია თუდეის“ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ობიექტურად უნდა შეფასდეს ადამიანების სწავლაც, ცოდნაც და შრომაც და არა იმ მიდგომით, რომ ვიღაცის შვილია და ხათრით ქულა მოუმატო“

რას ჩივი?