ლანჩხუთელმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირზე _ BATUMI OPEN, რომელშიც 7 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონის ტიტულს 12-13 წლიანებში იაგო აბაშიძე დაეუფლა (55 კგ. წ/კ), იმავე ასაკში, ვიცე-ჩემპიონი გახდა ცოტნე ხოფერია (50 კგ. წ/კ).
მესამე ადგილი დაიკავა ხუთმა ლანჩხუთელმა _ ლუკა აბაშიძემ, მაია კუკულავამ, ანა იმნაძემ, სანდრო სამსონიამ და ლუკა ვანაძემ.

ლანჩხუთელი კარატისტები საერთაშორისო ტურნირზე დაჯილდოების შემდეგ
პირველი სამი 10-11 წლიანებში, ოღონდ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, სანდრო _ 14-15 წლიანებში, ხოლო მეორე ლუკა _ ორი წლით უფროსებში.
მათი მწვრთნელები არიან: გურიის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ბერიძე, რომელსაც ტურნირზე მსაჯის ფუნქციები ჰქონდა დაკისრებული და გიორგი ზენაიშვილი.




