„კიდევ რამდენი წელი ველოდოთ, როდის მოიცლიან ეს უკვე მერამდენედ გაცვეთილი „პოლიტიკოსები“ ჩვენთვის, რომ ბედნიერად  ვიცხოვროთ ლანჩხუთში, მამათში თუ სუფსაში?!“ _ გია გოთუა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გია გოთუა და „აჯანყებული გურულის“ ძეგლი

ლანჩხუთის პირველი გამგებელი გია გოთუა, რომელიც „კონერვატორებისგან“ კენჭს ქალაქის მაჟორიტარად იყრის, ამბობს, რომ თბილისში მყოფი პოლიტიკოსები კი არა, ადგილზე უნდა ვწყვეტდეთ მუნიციპალიტეტის საკითხებს:

„კიდევ რამდენი წელი უნდა ველოდოთ, თუ როდის ინებებენ და როდის მოიცლიან ეს უკვე მერამდენედ გაცვეთილი(?!) „პოლიტიკოსები“ ჩვენთვის, რომ ჩვენ ბედნიერად  ვიცხოვროთ ლანჩხუთში, მამათში, თუ სუფსაში?! როდემდე უნდა ველოდოთ თბილისიდან როდის გამოგვიგზავნიან ჩვენი გავერანებული სოფლისა და მისი გაღატაკების პირას მყოფი მოსახლეობის გადარჩენის გეგმა-პროგრამას?! როდემდე უნდა ვიყოთ მუდმივად სხვის მოიმედე პოზაში, რომელსაც შესატყვისი სონონიმი – “სულ ელის” პოზა ზუსტად ასახავს“ _ ამბობს გოთუა.

მისი თქმით, რეალური უნდა გახდეს თვითმმართველობის მთავარი პრინციპი: „ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ ჩვენივე პრობლემის – ჩვენი სოფლის და ჩვენი მუნიციპალიტეტის პატრონი! ჩვენგან, ანუ ქვედა რგოლიდან უნდა მოდიოდეს ინიციატივები, რომელსაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირებები საკანონმდებლო, თუ სამთავრობო დონეებიდან… რეალური უნდა გავხადოთ თვითმმართველობის მთავარი პრინციპი – რა რესურსიც ჩემს ტერიტორიაზეა (ეკონომიური, მიწა, ადამიანი და სხვა) განვკარგავთ ჩვენ, ჩვენივე პასუხისმგებლობით, რამე თუ არავინ შეიძლება იყოს ჩვენზე მეტად მოტივირებული, ჩვენივე სასიცოცხლო გარემო იყოს სათანადოდ მოწესრიგებული და მოწყობილი“.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი ისევ მოუწოდებს გურულებს, რომ „მათ დაიწყონ და სხვებიც აჰყვებიან“: ლანჩხუთლებს, მშობლიურ რაიონში თუ თბილისში მცხოვრებთ, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტებს, უცხო ქვეყნებში გადახვეწილებს, რომელთაც განსაკუთრებით აქვთ გამძაფრებული მშობლიური კუთხის სიყვარული, გთხოვთ ვიყოთ ყურადღებით, ჩვენ ეხლა განსაკუთრებით გვჭირდება ვიყოთ ურთიერთსოლიდარულები ჩვენი კუთხის ინტერესების მიმართ… ჩვენ უნდა დავიწყოთ მოჯადოებული წრის გარღვევა, გურულებისგან, განსაკუთრებით ლანჩხუთლებისგან, არ გაუკვირდებათ, ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები ახლო თუ შორეული წარსულიდან… ჩვენ დავიწყოთ, სხვები მოგვყვებიან.. და იქნებ გაგვასწრონ კიდეც, ჩვენც ეს არ უნდა გვინდოდეს?! _ დასძენს გია გოთუა.

რას ჩივი?