[გახსენება] ზაკო მშვიდობაძის ცრემლიანი დაბადების დღე

|

Loading

◾️ | ზაკო, ბებო, ისევ მოვიდა შენი დაბადების დღე _ 5 აგვისტო უშენოდ… 32 წლის გახდებოდი.
სიხარულით ვხვდებოდი ამ დღეს და უცებ შეიცვალა ყველაფერი. ნაადრევად ჩაქრა შენი სამომავლო გეგმებით სავსე სიცოცხლე.

ყველას გულში სიყვარულის დატოვება მოასწარი.

ბებო, რაც დრო გადის, უფრო ძნელდება ჩემთვის სიცოცხლე. ისევ მოუნელებელი ტკივილი ხარ, ჩემო სიხარულო. შენს მოგონებაში მიღამდება და მითენდება.

რა ბედი გარგუნა, ბებო, ცხოვრებამ, რომ ასე უცებ დასრულებულიყო შენი სიცოცხლე?

როგორ გიყვარდა ჯუნეწერი…

ყველა ტკბილად გიგონებს, ყველას ენანები…

მიჭირს უშენობა, მენატრები ძალიან.

გიგონებ ტკბილად, ვლოცულობ შენთვის. სანამ ვიცოცხლებ, ეკლესიურად არ მოგაკლებ არაფერს.

იმიერში გილოცავ, ბებო, დაბადების დღეს!

მალე შევხვდებით ერთმანეთს.

შენი გულდამწვარი დოდო ბებ

რას ჩივი?