„ვერავინ შეძლებს იმის სიტყვებით გამოხატვას, რაც გულში ხდება…“ _ 30 წელი ირაკლი ნოდიას გარდაცვალებიდან

|

Loading

ძალიან მიჭირს იმ საშინელი დღის გახსენება…

1995 წლის 10 სექტემბერი…

30 წელი გავიდა შენი წასვლიდან, ირაკლი…

მძიმე და ტკივილიანი წლები შენი დედ-მამისთვის, ყველა შენიანისთვის და მეგობრისთვის.

ვერცერთი ვერ შეძლებს იმის სიტყვებით გამოხატვას, რაც გულში ხდება…

ვერც მე… მაგრამ ვცდილობ, თავს ვაძალებ, ყველას სახელით შეგეხმიანო, რომ მარტო არ იგრძნო თავი, მიუხედავად იმისა, რომ შენი ბაჩოც შენთანაა… მიუხედავად იმისა, რომ ანთებული სანთელი და ლოცვა არ გაკლია, მაინც მინდა, ამ სიტყვებით ის უხილავი ძაფი გავამაგროთ, რომლითაც ორთავე სოფელს შორის კავშირს ვინარჩუნებთ.

იცოდე, ყველას გვახსოვხარ, წლები არაფერია, ხსოვნა მუდმივია, როცა ვიხსენებთ გამორჩეულ, ნათელ და ლამაზ ბიჭს, კაცად დაბადებულს და კაცად გადასულს მარადისობაში.

ალეკო ჭყონია