„გურია თუდეი“ უკვე წერდა 31 ოქტომბერს მომხდარი იმ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ლანჩხუთელი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეიწირა [„წინადღეს მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და გადარჩა, ზურა, სამწუხაროდ, დაიღუპა… 22-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა, დაისფო ოჯახი, ერთადერთი ბიჭი ჰყავდათ“]
ზურა ჩხაიძეს ხუთშაბათს, 6 ნოემბერს დაკრძალავენ. მას ქორწილი 22 ნოემბერს უნდა ჰქონოდა…
ზურას ემშვიდობება მისი საცოლე. მან არაერთი ტკივილიანი სტატუსი დადო სოციალურ ქსელში.
“ჩემო თბილო და ტკბილო ზურა, ეს რა გვიქნეს, როგორ დამტოვეს უშენოდ, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო, როგორი ტკბილი იყავი და როგორი მწარე გახდი, ჩემო სიყვარულო. რატო მიმატოვე ასე, ეს რა დღე დამიდგა, ჩემო ზურაა, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო და ყველაზე მწარევ… ჩვენი ყველა ოცნება აუსრულებელი დამიტოვე, ჩემო ზურა. ეს რა მიქენი ბიჭო, რატომ მიმატოვე ასე სამუდამოდ, ჩემო გულის და სული ნაწილო. უშენოდ როგორ ვიცხოვრო… ვაი, შენს სოფოს, უშენოდ რა ეშველება ბიჭო, შენ ხომ ამდენი ცრემლისთვის მე არ გემეტებოდი. თვალზე ცრემლს რომ დამინახავდი, შენც ჩემსავით ტიროდი და გულში მიხუტებდი“ – წერს მისი საცოლე.


