40 დღე გავიდა იმ კოშმარული დღიდან, დედა. მეტად რთული ცხოვრების გზა გარგუნა უფალმა – ნაადრევი ქვრივობიდან უმძიმეს ავადმყოფობამდე, რომელიც, როგორც ნამდვილმა ქართველმა, ღირსეულად განვლე. ჩემო ჭირთამთმენო, ჩემო და ჩვენო მარადიულო ტკივილო და მონატრებავ, შეხვედრამდე, დეე…

დედას
ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,
რადგან აღარ მყავს დედა,
ვარ მწუხარების დარდში ჩაფლული,
გარს მახვევია სევდა.
აყვავებულან მთებზე იები,
ფურისულებიც ჰყვავის,
მე განშორებით ვარ უბედური
და დამღა გულზე მაზის.
აუტანელი მტანჯავს ტკივილი,
გლოვის მანდილით მოსილს,
თუმც უფლის ნებას ვარ მინდობილი,
დარდი მკლავს შენგან შობილს.
სუნთქვა შეწყვიტა თითქოს სამყარომ,
რომელიც შენით მერგო,
ირგვლივ ჩამესმის სულის კივილი,
შენს არსებობას ვერ ვთმობ.
ვარ მწუხარების დარდში ჩაფლული,
სულს დამიდაგავს სევდა,
ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,
რადგან არ მყავხარ, დედა.
მაია ჩხაიძე