26-27 ოქტომბერს, ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართება ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის, ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნის ტურნირი. მემორიალში მართლმადიდებლური სკოლის გუნდთან ერთად მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლა მონაწილეობს. შეჯიბრი გაიმართება 2010-2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.
პირველ დღეს გაირკვევა წინასწარი ეტაპის გამარჯვებულები, ხოლო 27 ოქტომბერს გაიმართება დასკვნითი თამაშები და გამოვლინდება „ნიკოს თასი – 2025“-ის გამარჯვებული.
საუკეთესოებს პრიზებს, ხოლო პრიზიორებს სიგელებს გადასცემენ. „გურია თუდეი“ ორ გამორჩეულ მონაწილეს დააჯილდოვებს _ თავის რჩეულსა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს.
ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლის სიცოცხლე 2025 წლის 14 მარტს, სოფელ შუხუთში ავტოავარიამ შეიწირა. მისმა სკოლამ „ნიკოს თასის“ გათამაშება ერთხელ უკვე ჩაატარა, მაგრამ მაშინ შედარებით მცირე მასშტაბით.


