დღეს პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა მეოთხე ლიგაში, სადაც 2 გურული კლუბი ასპარეზობს. „გურიამ“ და „მერცხალმა“ თავიანთი შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით, 2:2 დაასრულეს.
ოღონდ ლანჩხუთელები იგებდნენ და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით ქულა დაკარგეს, ხოლო რეგიონის მთავარი ქალაქის გუნდმა, ასევე ბოლო წუთებზე, ქულა გადაარჩინა.
„გურია“ თბილისში ესტუმრა „არაგველებს“ და პირველი ტაიმი 0:1 დათმო. მეორეს დასაწყისშივე ვანო წილოსანმა, რომლის გოლმა წინა ტურში გურულებს 3 ქულა მოუტანა, ამჯერადაც გაიტანა _ გუნდის კაპიტანმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან გააყაიმა, 1:1.
მეორე ვანომ, შარვაძე სტუმრები 16 წუთში დააწინაურა, მაგრამ საბოლოოდ,მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

I წრის შემდეგ, გურიას“ და კიდევ სამ მდევარს 10-10 მოგება აქვთ…
„მერცხალი“ კი შინ ორჯერ აგებდა ვანის „სულორთან“, ჯერ დავით ბოლქვაძემ გააყაიმა, შემდეგ _ ნოდარ სურგულაძემ. ოზურგეთშიც 2:2 დაფიქსირდა.
მომდევნო ტურში, 22 აგვისტოს, „გურია“ ფოთში „კოლხეთი-2“-ს ესტუმრება, ოზურგეთები კი ისევ საშინაო არენაზე ითამაშებენ და წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლებენ.
16.08.2025 | თბილისი, შრომითი რეზერვები | არაგველები 2:2 გურია
1:0 ჩიკვაიძე (14), 1:1 წილოსანი (49 პენ.), 2:1 შარვაძე (65), 2:2 პაქსაშვილი (84)
გურია: ხვედელიძე, ვარდიაშვილი, ჯღამაია, ხაჭაპურიძე, შანიძე, გოგიჩაიშვილი (88. კერხანოჩიევი), შარვაძე, შალიკაშვილი (88. ლომაძე), სულაძე (54. ბახია), ზაქარაშვილი, წილოსანი (76. კოკაია)
16.08.2025 | ოზურგეთი. ცენტრლური | მერცხალი 2:2 სულორი
0:1 ძიგუა (42), 1:1 ბოლქვაძე (45), 1:2 ბელთაძე (48), 2:2 სურგულაძე (87)
მერცხალი: რამიშვილი, სურგულაძე, კოტრიკაძე, მუჯირი (63. ჭანუყვაძე), ცერცვაძე (75. ჩხაიძე), მარშანიშვილი (46. ალიევი), ჯაფარიძე, ბოლქვაძე (46. გოგელია), ანთიძე, კაშია (46. ჩხაიძე), მაჭავარიანი





