გურიის სამ მუნიციპალიტეტში 102 359 ამომრჩევლიდან 22 214-მა, 21,7%-მა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველაზე მაღალი აქტივობაა ჩოხატაურში, სადაც კენჭისყრის დაწყებიდან 4 საათში უკვე მივიდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (17 338) 24,4% – 4227. მეორე ადგილზეა ლანჩხუთი 22,1%-ით (27 095 ამომრჩევლიდან მისულია 5987), ხოლო რეგიონის მთავარ ქალაქში ყველაზე დაბალი აქტივობაა – ოზურგეთში 12 საათისთვის 12 ათასი ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის (57 926) 20,7%-ია.
ცესკოს მონაცემებით, 12 საათისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავისი არჩევანი 602 445 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის (3 513 818) 17,1%-ია. როგორც ხედავთ, გურიაში აქტივობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 4,6%-ით აღემატება


