გურიის რეგიონში 102 359 ამომრჩეველია, აქედან ყველაზე მეტი – 57 926 ოზურგეთშია, 27 095 – ლანჩხუთში, ხოლო 17 338 – ჩოხატაურში

|

Loading

ფოტო არქივიდან | ლანჩხუთი, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

გურიაში ხმის მიცემა სულ 102 359 ამომრჩეველს შეუძლია, რომლის 56%-ზე მეტი ოზურგეთზე მოდის (57 926 ამომრჩეველი). მეორე ადგილზეა ლანჩხუთი 27 095 ამომრჩევლით, ხოლო ყველაზე ცოტა ამომრჩეველი (17 338) ჩოხატაურს ჰყავს.

ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.  საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

რას ჩივი?