„გურია თუდეის“ 2025 წლის შედეგები „ფეისბუქზე“: 90 ათასზე მეტი გამომწერი, 3,5 მილიონზე მეტი რეაქცია და 125 მილიონზე მეტი ნახვა!

|

Loading

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდს 2025 წელს 125 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა

„გურია თუდეისთვის“ 2025 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა _ ფეისბუქ-გვერდზე დაგვემატა 70 ათასი გამომწერი და ახლა მათი რაოდენობა 90 ათასს აღემატება. რამდენიმე თვეში, ჩვენი გამოცემა პირველი იქნება ლანჩხუთში, როლის „ფოლოვერების“ რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს.

იმავე ფეისბუქ-გვერდზე გასული წლის მანძილზე 125 მილიონზე მეტი ნახვა დაგვიგროვდა, რაც თვეში საშუალოდ 10 მილიონზე მეტია. ყველაზე მეტჯერ ჩვენს გვერდზე აპრილის თვეში „შემოიჭყიტეს“ _ 21 მილიონზე მეტჯერ.

დღის რეკორდი 28 თებერვალს დაფიქსირდა _ 2,5 მილიონი!!!

მადლობას ვუხდით ჩვენს მკითხველებს, გამომწერებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის!

რას ჩივი?