გურიაში ცუდი დემოგრაფიული ვითარებაა _ 2025 წლის პირველ ნახევარში 377 ცოცხლად დაბადების და 836 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

|

Loading

გურიის მთავარი კურორტი ბახმარო

„საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 17719 ბავშვი დაიბადა, აქედან თბილისი ლიდერობს  (6908).

გურიაში ყველაზე ცოტა ახალშობილია (377), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთისა (96) და მცხეთა-მთიანეთის (313) შემდეგ. მეზობელი რეგიონებიდან აჭარა ლიდერობს (2145 ახალშობილი), შემდეგ იმერეთი მოდის (2064) დ ბოლოა სამეგრელო და სვანეთი (1040).

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, სულ საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში 22718 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 16 ათასზე მეტი დედაქალაქსა და 4 რეგიონზე მოდის: თბილისში – 6502, იმერეთში – 3656, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 2303, ქვემო ქართლში – 2220, ხოლო კახეთში – 2073.

გურიაში 836 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2,2-ჯერ მეტია ახალშობილთა რაოდენობაზე. თითქმის იგივე შეფარდებაა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. ერთადერთი რეგიონი, სადაც უარესი მდგომარეობაა, რაჭა-ლეჩხუმია (3-ჯერ მეტია გარდაცვლილთა რაოდებობა).

მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა ახალშობილთა რაოდენობის მეტობა გარდაცვლილებთან შედარებით, დანარჩენ 9 რეგიონს ამ მხრივ უარყოფითი მაჩვენებელი აქვს.

სრული მონაცემები ასეთია (პირველი მონაცემი ახალშობილთა, ხოლო მეორე _ გარდაცვლილთა რაოდენობაა):

საქართველო – 17 719 / 22 718, თბილისი – 6 908 / 6 502), აჭარა – 2 145 / 1849, გურია – 377 / 836, იმერეთი – 2 064 / 3 656, კახეთი – 1 173 / 2 074, მცხეთა-მთიანეთი – 313 / 624, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 96 / 293, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1 040 / 2 303, სამცხე-ჯავახეთი – 553 / 858, ქვემო ქართლი – 2 001 / 2 220, შიდა ქართლი – 1 049 / 1 503.

რას ჩივი?