„გურიაში“ „ელვამ“ ანგარიში გახსნა… 1:1 „ორბისთან“ _ გოჩა ტყებუჩავამ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში 23 ფეხბურთელი ათამაშა

|

Loading

„ორბი“-„გურია“ | ფოტო: „გურიის ფეხბურთი“

ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფმა „გურიამ“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გურულები დედაქალაქურ „ორბის“ გაეჯიბრნენ, რომლის ღირსებას ლანჩხუთელთა ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს.

გურულებმა პირველ ტაიმში თბილისელები კლასისა და გამოცდილი ფეხბურთელების ხარჯზე დაჯაბნეს და ეს ანგარიშშიც აისახა. 24-ე წუთზე, დათა სიჭინავას გამორჩეული დარყმისას ბურთი ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე თორნიკე კაპანაძემ ყველას დაასწრო და შედეგად, „ელვამ“ მატჩის და „გურიაში“ პირადი ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ, ლაჩხუთელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ შემადგენლობა ეტაპობრივად მთლიანად შეცვალა და თამაშიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

„გურიას“ ტესტ-მატჩი „ორბისთან“ ფრედ დასრულდა | ფოტო: „გურიის ფეხბურთი“

მეორე ტაიმის სტარტზე, თბილისელებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცათ და შანსი ხელიდან არ გაუშვეს – 49-ე წუთზე, ჭაბუკი ლაბაძემ წონასწორეობა აღადგინა. მეტი გოლი აღარ გასულა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას „გურია“ 14 თებერვალს თბილისის „მერანთან“ გამართავს, რის შემდეგაც გუნდი ქობულეთში ორკვირიან შეკრებაზე გაემგზავრება.


08.02.2026 | თბილისი, სტადიონი „შატილი“ | ორბი 1:1 გურია [ამხანაგური მატჩი]

0:1 კაპანაძე (24), 1:1 ლაბაძე (49)

გურია: ლევან ისიანი, კიჭი მელიავა, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ნოდარ იაშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, ნიკა ნოზაძე, ლუკა ჩაგანავა, კახა კახაბრიშვილი, დათა სიჭინავა, თორნიკე კაპანაძე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: რევაზ ლომიძე, ნიკა კოკაია, ვანო წილოსანი, დავით კიკალიშვილი, დავით გამბაროვი, ნოდარ ქავთარაძე, ლუკა ქოქოსაძე, ანდრო ხოროიშვილი, ვანო ოქროპირიძე, ლაშა ახალაია, ვანო შარვაძე, თემურ ილურიძე.

რას ჩივი?