„გურიამ“ შინ ვერ მოუგო აბაშის „ზანასაც“, რომელიც გავარდნის კანდიდატია, მაგრამ მესამე ადგილამდე მაინც დაწინაურდა… „მერცხალს“ კი ფოთში „თრილერი“ ჰქონდა – 3:3

|

Loading

„გურიას“ ქულა თემურ შარაშენიძემ (#10) გადაურჩინა

უკვე აშკარაა, რომ ლანჩხუთის „გურია“ ღრმა კრიზისშია _ გუნდი, რომელიც ზედა ლიგაში დაწინაურების მთავარი ფავორიტი იყო, საშინაო თამაშს ვერ უგებს აუტსაიდებში მყოფ აბაშის „ზანას“, რომელსაც წინა 7 შეხვედრაში 20 გოლი ჰქონდა გაშვებული და 5 შეხვედრა წაგებული, მათ შორის – შინ „მერცხალთან“.

სხვათა შორის, აბაშელებმა ბოლო 5 ტურში უფრო მეტი ქულა აიღეს, ვიდრე „გურიამ“, რომელსაც აქედან 3 წააგო და „ზანასთან“ ქულაც კი გადასარჩენი გაუხდა _ მეგრელები 11-მეტრიანიდან გატანილი გოლით უკვე მე-6 წუთზე დაწინაურდნენ, გათანაბრება კი 37-ეზე თემურ შარაშენიძემ მოახერხა.

ორი გუნდი დაწინაურდა, სამს კი თანაბარი (45) ქულა აქვს

კიდევ ერთ გურულ კლუბს საფეხბურთო თრილერი ჰქონდა ფოთში _ „მერცხალი“ ადგილობრივი „კოლხეთის“ ფარმ-კლუბს ჯერ 1:0 უგებდა, 75-ე წუთზე კი – 3:1-ს, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.

მომდევნო ტურში, რომელიც 22 ოქტომბერს გაიმართება, „გურია“ უშუალო კონკურენტ „ალგეთს“ ესტუმრება, ხოლო კიდევ ერთ ფავორიტი „ივერია“ _ ოზურგეთში „მერცხალს“

15.10.2025 | ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“ | გურია 1:1 ზანა

0:1 ლომიძე (6 პენ.), 1:1 შარაშენიძე (37)

გურია: შაფათავა, შანიძე, ხაშაპურიძე, ლომაძე (71. ბახია), ჯღამაია, სულაძე, ანდღულაძე, გოგიჩაიშვილი, ზაქარაშვილი, შარაშენიძე, წილოსანი (76. ჩხაიძე)

15.10.2025 | ფოთი, „ფაზისი“ | კოლხეთი-2 3:1 მერცხალი

0:1 კოტრიკაძე (20), 1:1 ცეცხლაძე (53), 1:2 კაშია (70), 1:3 ჭანუყვაძე (75), 2:3 ანდღულაძე (77), 3:3 ქავთარაძე (90)

მერცხალი: რამიშვილი, სურგულაძე, კოტრიკაძე, ცერცვაძე (57. ჯაფარიძე), ჭანუყვაძე, ალიევი (34. მარშანიშვილი), გოგელია (57. მუჯირი), ბოლქვაძე, ანთიძე (67. ჩხაიძე), კაშია, მაჭავარიანი

რას ჩივი?