„გურიამ“ კონკურენტების წაფორხილებით ვერ ისარგებლა და თავისი ე.წ. „6-ქულიანი“ შეხვედრა წააგო… 3 მარცხი ბოლო 4 შეხვედრაში და სამეულს მიღმა, რა ჭირთ გურულ კლუბებს?

|

Loading

„გურიამ“ საქმე გაირთულა

დღეს, „გურია“ უშუალო კონკურენტს, „სქურს“ ესტუმრა და თამაშის დასაწყისშივე გაშვებულ გოლს ვერაფერი მოუხერხა. ასეთი მატჩები ე.წ. „ექვსქულიანთა“ კატეგორიას მიეკუთვნება _ გურულებმა ქულა ვერ აიღეს, მისმა კონკურენტებმა კი 3 ქულა შეჰმატეს თავიანთ აქტივს და შედეგად, გადაუსწრეს მეტოქეს.

ლანჩხუთურმა კლუბმა ბოლო 4 შეხვედრაში 3 შეხვედრა წააგო და ზოგადად, მეორე წრეში გუნდი ძალიან ცუდად ასპარეზობს: 8 შეხვედრაში 4 წააგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 3 მოიგო. აჯობა კონკურენტ „ივერიას“ და აუტსაიდერ „სულორს“. „გურია“ ორივესთან აგებდა და „შემოატრიალა“. იოლად კი მხოლოდ „მაჭახელას“ მოუგო, ვისაც ყველა უგებს.

შედეგად, ლოგიკურიცაა, გუნდი, რომელიც პირველ წრეში, თამაშს თამაშზე იგებდა, თითქმის გოლს არ უშვებდა და ლოგიკურად ლიდერობდა გათამაშებას, ასეთი წარუმატებელი სერიის შემდეგ, სამეულს მიღმა რომ აღმოჩნდა.

სამი ადგილისთვის მინიმუმ 6 გუნდი იბრძვის…

არადა, მოგების შემთხვევაში, გალიდერების კარგი შანსი იყო _ „სქურის“ გარდა ვერცერთმა კონკურენტმა ვერ მოიგო: „იბერია 2010“ „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბთან დამარცხდა, „ალგეთმა“ „ზესტაფონს“ ვერ მოუგო, ხოლო „ივერიამ“ მარტვილში წააგო.

რა თქმა უნდა, დაკარგული ჯერ არაფერია, მაგრამ უკვე 6 გუნდი იბრძვის 3 ადგილისთვის და არასტაბილურად ასპარეზობა ძალიან გაართულებს მესამე ლიგაში დაწინაურებას.

სამწუხაროდ, დამარცხდა „მერცხალიც“ – ოზურგეთელებმა შინ 1:4 წააგეს „არაგველებთან“, რომელიც „გურიას“ 6 ქულაში წამოეწია და სამეულისთვის მებრძოლი მეექვსე გუნდი გახდა. თავის მხრივ, „მერცხალს“ ზედიზედ ორმა წაგებამ ლიგაში დარჩენის საკითხი გაურთულა.

მომდევნო ტური15 ოქტომბერს გაიმართება. „გურიას“ და „იბერია 2010“-ს იოლი მეტოქეები ჰყავთ, შესაბამისად _ „ზანას“ და „სულორს“ უმასპინძლებენ. „მერცხალს“ რთული მატჩი აქვს ფოთში – „კოლხეთი-2“ დღეს 0:3 აგებდა და 4:3 მოუგო „გაგრას“ ფარმ-კლუბს, რომელიც ახლა „ივერიას“ ესტუმრება, წყალტუბოში ჩავა „სქური“.

რას ჩივი?