„შენ არ მომკვდარხარ, გარდაიცვალე, უსასრულობის შეცურე ზღვაში, შენ მხოლოდ ბინა გამოიცვალე, დედამიწიდან გაფრინდი ცაში“
11 თებერვალი თქვენი დაბადების დღეა! ამ დღეს ისევ ვიკრიბებით და აღვნიშნავთ თქვენს დაბადების დღეს, მაგრამ რაოდენ დასანანია, რომ თქვენს გარეშე…
თქვენ კი ზეციური სასუფევლიდან, ალბათ, ყველაფერს ხედავთ და ვიცით თქვენეული სითბოთი ლოცავთ ყველას. უპირველეს ყოვლისა, თქვენს ლამაზ ოჯახს და თქვენს ყველა ახლობელს. ლანჩხუთი და სოფელი არჩეული, შენი „დედულეთი“, ასე იტყვიან ჩვენში, ეს იყო თქვენთვის წმინდათა წმინდა სალოცავი ადგილი, სადაც სამარადისო სასუფეველი დაიმკვიდრეთ.
სოფელ არჩეულში ყოველი ჩვენგანის ოჯახის წევრი ბრძანდებოდით, ჩვენი ჭირისუფალი და ამბის მომკითხავი. ჩვენი გივი ექიმი, „მიხაილოვიჩი“ _ ამ სიტყვებით მოგმართავდით.
ვერანაირი ავადმყოფობა ჩვენ ვერ გვაშინებდა, რადგან ჩვენს იმედად და მფარველად გივი ექიმი გვეგულებოდა.
ყველაფერ ამას თქვენ უანგაროდ და უსასყიდლოდ აკეთებდით. ადამიანისთვის მთელი მისი განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობაა მისი კაცურკაცობის დამადასტურებელი და ეს თქვენ თქვენი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაამტკიცეთ.
ადგილი დაიმკვიდრეთ ყველა ჩვენგანის გულში.
უფალმა ნათელში გამყოფოთ, ბატონო გივი. იმიერში გილოცავთ დაბადების დღეს!
სამეზობლო-საახლობლო