გამოვიდააააა! ყველა გურულის სამაგიდო წიგნი _ „ლანჩხუთის ქრონიკების“ პირველი ნაწილი უკვე გაყიდვაშია: უნიკალური წიგნი მიზერულ ფასად!

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ნონა იმნაძე, ირაკლი მახარაძე და „ლანჩხუთის ქრონიკები“

არის წიგნები, რომლებიც უბრალოდ ისტორიას არ გვიყვებიან _ ისინი დროს აცოცხლებენ.
სწორედ ასეთია „ლანჩხუთის ქრონიკების“ პირველი ნაწილი, რომელიც დიდი სიყვარულითა და მრავალწლიანი შრომით მოამზადეს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღანელმა, ნონა იმნაძემ, თანამშრომლებმა _ თინა კალანდარიშვილმა, ლალი რამიშვილმა, მანანა სიხარულიძემ,. ინდირა მახარაძემ, თამაზ ჩხაიძემ, თინა გიორგაძემ და ლამზირა გურგენაძემ.

განსაკუთრებულია ცნობილი გურული რეჟისორისა და მკვლევარის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და მთლიანად გურიის დიდი გულშემატკივრის, ირაკლი მახარაძის დამსახურება.

ეს არ არის მხოლოდ წიგნი _ ეს არის ჩვენი ქალაქის, სოფლების, ადამიანების, ტკივილის, სიხარულისა და დავიწყებული ამბების ცოცხალი მეხსიერება.

გამოცემა განსაკუთრებული სითბოთი გვაბრუნებს იმ ეპოქის ლანჩხუთში, რომელიც გასაბჭოებამდე არსებობდა _ თავისი ტრადიციებით, ხასიათითა და ისტორიით.

სასიამოვნოა, რომ ამ მნიშვნელოვანი საქმის უკან დგას ერთი კეთილი ადამიანი, ირაკლი მახარაძის ძმა _ რევაზ მახარაძე, რომელმაც წიგნის გამოცემა დააფინანსა, თუმცა ავტორებსა და მუზეუმს არ სურთ, ეს შრომა მხოლოდ თაროზე შემოდებულ იშვიათ გამოცემად დარჩეს. ამიტომაც წიგნი სიმბოლურ ფასად _ სულ რაღაც 15 ლარად გაიყიდება, რათა შემოსული თანხით „ლანჩხუთის ქრონიკების“ მეორე ნაწილიც გამოიცეს.

ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ლანჩხუთელს უნდა ჰქონდეს სახლში, რადგან ხალხი, რომელსაც საკუთარი ისტორია ახსოვს, მომავალსაც უფრო მტკიცედ აშენებს.

თუ გვიყვარს ლანჩხუთი, თუ გვაინტერესებს ჩვენი ფესვები, თუ გვინდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმეები გაგრძელდეს _ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და მისი გამომცემლების ღვაწლი დავაფასოთ.