ილო ბაბუ, მე _ ანასტასია, შენი პირველი შვილიშვილი ვარ და როგორც შენ ამბობდი, პირველი დიდი სიხარული დეიდას და დედიკოს შემდეგ.
უკვე თორმეტი წლის გავხდი, ამიტომ მე უფრო კარგად გიცნობდი, ვიდრე _ ელენე, ნიკო და ანანიკო. მე უფრო მეტი დრო გავატარე შენთან, უფრო მეტი სითბო და სიყვარული მივიღე შენგან.
შენ იყავი ჩემი მესაიდუმლე, ყველაფრის შემსრულებელი ბაბუა. შენ განდობდი ყველაზე პირველად ჩემს სურვილებს. ვიცოდი, მომისმენდი და აუცილებლად დამეხმარებოდი, ჩემი გულისთვის შეგეძლო დაპირისპირებოდი ყველას, ოჯახის წევრებსაც კი.
როგორ ემზადებოდი ჩემი დაბადების დღისთვის. ბებოს მოსვენებას არ აძლევდი. გინდოდა, ეს დღე გრანდიოზული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
თვალებში მიყურებდი _ რა მწყინდა და მიხაროდა.
რამდენი რამის გახსენება შეიძლება.
რატომ არ გაგრძელდა შენი ჩვენთან ყოფნა ცოტა კიდევ?! უფრო რომ მოვფერებოდით ერთმანეთს…
რა დაგპირდე, ბაბუა? უბრალოდ, მინდა ისეთი ქალი გავიზარდო, შენ რომ გაგიხარდებოდა და კიდევ იმასაც დაგპირდები _ ელენიკოს, ნიკოს და ანანიკოს ბევრს მოვუყვები შენზე და ვეცდები დაამახსოვრდეთ ჩვენი თბილი, კეთილშობილი, იუმორით სავსე, მოსიყვარულე ბაბუა _ ილია მორჩილაძე.
ტასიკო