„არავის არაფერი მშურს, ოქრო-ვერცხლი განსაკუთრებით, თან საკუთარ ხალხზე მოპარული… საერთოდ რამეს რომ ვაკეთებ, სულ ჩემი გვიმბალაური და ჩემი ხალხი მახსენდება“ _ არჩილ ხოფერია

|

Loading

არჩილ ხოფერია | „ფორმულას“ ფოტო

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, რითაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი რაოდენობის თანხას და ძვირფასეულობის ამოღებას ეხმაურება.

„ვინც მიცნობს, ყველამ იცის, არავის არაფერი არ მშურს, ოქრო-ვერცხლი განსაკუთრებით, თან საკუთარ ხალხზე მოპარული… მაგრამ აი, ცივ იარაღს რომ ვხედავ, მაგაზე ცოტა კი მწყდება გული, რო არ მაქვს. მჩუქნიან ხანდახან და ვაჩუქებ მეც… სულ რამდენიმე ცალი მაქვს… ბოლოს კოლუმბიელს ვაჩუქე, მართლაც მაგარ ბიჭს, ხელჩართულებში ნამყოფს… საერთოდ რამეს რომ ვაკეთებ, სულ ჩემი გვიმბალაური და ჩემი ხალხი მახსენდება“ _ წერს იგი.

ცნობისთვის: არჩილ ხოფერიას ძმა და შვილი, ორი ჯამბულათ ხოფერია შეეწირა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას _ უფროსი ჯამბულათი აფხაზეთში, უმცროსი _ უკრაინაში, სადაც ასევე ამჟამად თავადაც იმყოფება და ამ ქვეყნის დასაცავად იბრძვის. ამის გამო, მან ვერ შეძლო დედის უკანასკნელ გზაზე გაცილება. „დედას არ ეშინოდა სიკვდილის, ჩემი მარტო დატოვების ეშინოდა. მე არ მეშინია სიკვდილის, უდედობის მეშინია“ _ დაწერა 14 სექტემბერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

რას ჩივი?