მაისურებზე ბეჭდვა‎ * გაზეთის გამოწერა‎ * ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ა, კიდო... *‎‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎

„ამბობენ, რომ ვიდეოები და „სელფი“ გადაუღია ხელ-ფეხ შეკრულ კაცთან…“ _ ლანჩხუთში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ლანჩხუთის პოლიციის შენობა

ლანჩხუთში შუახნის კაცი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლეს. შემთხვევა 8 აგვისტოს, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, რომ ბრალდებული ყოფილი სამხედროა, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან ფერმაში მივიდა და მას ადგილზე გაუმასპინძლდა. 

როგორც ირკვევა, მოგვიანებით, არაფხიზელმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მასპინძელი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტო-ვიდეოც გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 38 წლის ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ის თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ ქეიფის დროს 66 წლის კაცი შეუძლოდ გახდა და ითხოვა, რომ მასთან მისულიყვნენ და გადაერჩინათ. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის ნაწამები და დაღუპული დახვდათ. 

გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული მოკლულის ოჯახს წლების წინ მისგან ნაყიდ მიწის ნაკვეთზე თანხის დამატებას სთხოვდა, მეორე ვერსიით კი ნაკვეთის დაბრუნებას. 

„არის დაკავებული მისი თანაკლასელის შვილი. მაშინ, 600 ლარად ის შენობა, თუ რაც იყო, ძროხების თავშესაფარი, იყიდა მისი ბებიისგან ჩემმა სიმამრმა. აღმოჩნდა, რომ 20 წლის შემდეგ მოუნდა, რომ მეტი გადაეხადა და ეტყობა ჩააკითხა და ასე გაუკეთა. ეს ტიპი ამოვიდა საავადმყოფოში და თქვა, რომ ვქეიფობდით, ცუდად გახდაო და შესაბამისად, იქნებ ექიმი გაუშვათო. პოლიცია და სასწრაფო ერთად ჩავიდნენ და გარდაცვლილი დახვდათ, მიწაზე დაგდებული და ხელ-ფეხ შეკრული. ამბობდნენ, რომ ვიდეოები და „სელფი“ გადაუღია ხელ-ფეხ შეკრულ კაცთან. მთელი სხეული ჩაშავებული აქვს და რაღაც პატარა ნაჩხვლეტები. მოასვენეს აქ ექსპერტიზიდან, მისმა კლასელებმა დაასვენეს და იმათ გვითხრეს. თავიც ნატკენი აქვს და სხეულიც სულ ჩაშავებული“ – ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში გარდაცვლილის სიძე ამირან გიგინეიშვილი. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ  მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფარცაკი ამბები

კომენტარები