„როგორ გიყვარდა სიცოცხლე, სილამაზე, სითბოს დარიგება…“ [ნუნუ ჯორბენაძე-ჩხაიძის გამოსათხოვარი]

ჩვენო ნუნუ, კეთილშობილო, ლამაზო, საიმედო დასაყრდენო და კარგო ადამიანო, მშვიდად განისვენე. გულისტკივილია ჩვენთვის შენი ამ ქვეყნიდან მოულოდნელი გასვლა… როგორ გიყვარდა სიცოცხლე, სილამაზე, სითბოს დარიგება… შენში ხომ უხვად იყო ადამიანური განცდები თავმოყრილი. მადლობა უბადლო მანდილოსნობისთვის, ღირსეული ოჯახის ბურჯობისთვის, სამაგალითო მეზობლობისთვის. თანავუგრძნობთ შენს დიდ ოჯახს. ყოველთვის გვემახსოვრები, ჩვენო მოფუსფუსე, თბილღიმილა ქალბატონო. შენი სამეზობლო
„უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები ისე, თითქოს გაჩერდაო დროის დინება“ [კახა კოსტავას გახსენება]

შენნაირი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა მიდიოდნენ ამქვეყნიდან, კახა. სულ სითბოსა და სიკეთეს ასხივებდი, ჩვენო ალალმართალო ბიჭო… ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული, ყველას დაგვიტოვე იარა… 12 ტკივილიანი წელი გავიდა, რაც შენი ნათელი სული ზეცად ამაღლდა და მარადისობას შეუერთდა. მონატრებაზე ძნელი არაფერი ყოფილა… უშენობა გადახსნილ იარასავით გვტკივა. უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები ისე, თითქოს გაჩერდაო დროის დინება. ჩვენს […]
„ექვსი წლის წინ დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან და თან წაიღო მთელი ეპოქა“ [რამაზ ურუშაძის გახსენება]

6 წლის წინ, წავიდა ჩვენგან გამორჩეული ინტელექტისა და ერუდიციის მქონე, აკადემიურობითა და ამავდროულად დახვეწილი იუმორითა და მგრძნობიარე გულით გამორჩეული ადამიანი, რომელიც სამაგალითო იყო კოლეგებისათვის თავისი პროფესიონალიზმით, პოზიტივითა და ახალგაზრდული ენთუზიაზმით. დააკლდით სრულიად სამედიცინო საზოგადოებას. თქვენ იყავით ჩვენი მეგობარი, უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენი დარდის და ვარამის გამზიარებელი. მუდამ გაგიხსენებთ, როგორც შესანიშნავ ადამიანს, ბრწყინვალე მეგობარს, რომელსაც ირგვლივ მხოლოდ […]
„მაგრად ჩაგიკრავთ გულში და ერთად ვიქნებით სამუდამოდ“ [სერგი მირზაშვილის მონატრება]

სერგი, მოვიდა ის საშინელი დღე, 25 მარტი, რომელმაც შენი სიცოცხლე შეიწირა 11 წლის წინ და მხოლოდ მოგონებები დაგვიტოვა. შენ იყავი ერთი უბრალო, სულით და გულით ლამაზი ბიჭი. გიყვარდა ცხოვრება და მეგობრები. ყველა გეცოდებოდა, მაგრამ შენ არავინ შეგიცოდა. ყველასგან გამორჩეულს სიკვდილიც გამორჩეული, შემზარავი გარგუნეს. მოვდივარ შენთან, გინთებ სანთლებს და უფალს ვთხოვ, ნათელში მიმყოფის შენი ლამაზი სული. […]
„ახლა ორი გმირი ბუმბერაზი გვყავს იმიერში…“ [ჯამბულათ ხოფერიას ტკივილიანი დაბადების დღე]

დაბადების დღეს გილოცავ, იმიერში, ჩემო ბომბორა, ჩემო გოლიათო, ჩემო შეუდარებელო ვაჟკაცო. როგორ მინდა, ერთი წუთით მაინც ისევ დაბრუნდეს ის ბედნიერი წლები და დღეები, ისევ „მოროხროხდე“, შორიდან მეძახდე _ ,,დეიდაა“. ჩვენც, მე და გოგოები შენს ხმაზე გამოვცვივდეთ , შეგეგებოთ, ისევ აგვიტაცო ხელში, სათითაოდ დაგვატრიალო და ჩვენი ეზოკარი ისევ აივსოს ბედნიერი ხმებით… ბევრი ცრემლი და ტანჯული დღეები […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გულიკო ორმოცაძე

◼️ | შვილი ზვიად ქინქლაძე; სიძე ჯემალ მურვანიძე; დისშვილები; დისშვილიშვილები; რძლები და ახლო ნათესავები იუწყებიან გულიკო გრიგოლის ასული ორმოცაძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, 15 სთ.-ზე; სოფ. ჭყონაგორა.
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლია ებრალიძე

◼️ | შვილი ნინო; და ნანა; შვილიშვილები: ლიკა, ლუკა; სიძე გურამ ლოლაშვილი; რძალი რუსუდან თხილაიშვილი; შვილთაშვილები: მატილდა, ნიკოლასი; დისშვილები: სოფიკო, ეთუნა კუხიანიძეები; დისშვილიშვილები: მამუკა, ნინიკო მეიშვილები, შოთიკო, ანანო იმნაიშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ლია ვახტანგის ასული ებრალიძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, აგარაკის სასაფლაოზე. ◼️ | გამოსვენება: 15 სთ.-ზე, ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.#130-დან.
„ეს ღამე ძალიან მტკივნეულია ჩემი ოჯახისთვის“ [თენგიზ ცინცაძის ტკივილიანი გახსენება]

ეს ღამე ძალიან მტკივნეულია ჩემი ოჯახისთვის, ყველაზე კარგი ადამიანი მოუკლეს ჩემს შვილებს, განუმეორებელი ბიძა! ეხ!!! თენგო !!! იმ უბედურ ღამეს ჩამოგვექცა თავზე ყველაფერი. ძალიან გვაკლიხარ, ჩემო კარგო ძმაო. შენ ვინ გაგიმეტებდა თუ არა ისეთი გლახაკი,რომელმაც სიცოცხლეს გამოგასალმა. არასოდეს დაგივიწყებთ! ციცინო უგრეხელიძე
„გული როგორი თბილი გქონდა, სიკვდილმაც ვერ გაგაცივა…“ [ავთუკა ჯორბენაძის მონატრება]

ჩვენო სიკეთის ბიჭო, როგორი ცოტა იყო ეს სიცოცხლე შენთვის… ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, შენზე ამბებს ვიხსენებთ და ეს გვაძლებინებს, თუმცა ეს თავის მოტყუებაა, გამოვიფიტეთ, უჰაერო ბუშტებივით დავფრინავთ, მექანიკურად ვმოძრაობთ. მაგრამ მივეჩვევით, ამ ტკივილით როგორღაც ვიარსებებთ. გული როგორი თბილი გქონდა, სიკვდილმაც ვერ გაგაცივა… დედამიწაზე მოსიარულე სიკეთის ბიჭო, აქ ვერ დაეტიე, აქ არ იყო შენი ადგილი, რაღაც სხვას […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გიორგი ბურძგლა

◼️ | დედა ცირა; მეუღლე ლია; შვილები: ბაჩუკი, კობა; და ეკა; რძლები: თეკლა სარჯველაძე, ნინო თოხაძე; დისშვილები: ნათია, მარიამ აფხაზავები; სიძე გივიკო გორდულაძე; ბიცოლა დალი გურეშიძე; ცოლისძმა გია, ცოლისდა ნინო გოგიბერიძეები; ქვისლი რევაზ ჯანჯღავა; ბიძაშვილები, მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან გიორგი ბურძგლას გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: კვირას, 16 მარტს, 15 სთ.-ზე, სოფ. ორაგვეში.◼️ | […]