“ჩემი ბავშვობა გაიყოლა თან და თანაც სამუდამოდ…“ [თინა სარჯველაძის გამოსათხოვარი]

ბოლო კადრი, ბაბილინა სანამ ცოცხალი იყო: სამსახურიდან ვბრუნდები, მამაჩემის ნათლიის სახლის წინ, მეც რომ მთელი ცხოვრება თინა ბუდას ვეძახდი, სხედან ჩემი მარადიული ბაბილინა და თინა ბუდა: საოცრად ლამაზი მოხუცები: უკან შეკრული თეთრად დათოვლილი თმით, დიდჯიბეებიანი წინსაფრით და სანელებლების სუნიანი ხელებით… მახსოვს თინა ბუდას ეზო: მოქარგული, მოკალმული. მხოლოდ აქ თუ ნახავდით ათასნაირ ყვავილს, მწვანე, ხასხასა კოინდარს… […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ილია ქრისტეფორეს ძე ურუშაძე

◼️ | შვილები: ბიძინა, ზაზა, კახა ურუშაძეები; რძალი ნატალია; შვილიშვილები: მარიამი, გიორგი, ილია, ირაკლი, თორნიკე, ცოტნე, დავით ურუშაძეები; დისშვილები; ბიძაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ილია ქრისტეფორეს ძე ურუშაძე. ◼️ | დაკრძალვა: კვირას, 25 მაისს, 15 სთ.-ზე; სოფ. მამათი.
ვემშვიდობები საყვარელ სიძეს, თემურ ფირცხალაიშვილს! [გამოსათხოვარი]

წავიდა ჩვენგან საყვარელი სიძე, განსაკუთრებულად გამორჩეული ჭირისუფალი და მოამაგე. „მთა“ კაცი, ახოვანი და მშვენიერი, მშრომელი, ოჯახის ბურჯი, თავის პროფესიაზე უზადოდ შეყვარებული. მთელი თავისი ცხოვრება რომ უნაწილებდა ყველას სითბოსა და სიყვარულს, ამასვე ითხოვდა სხვებისაგანაც. არასოდეს დამავიწყდება მისი ყურადღებიანობა, გულუხვობა, სტუმართმოყვარეობა, თამადობაში გამორჩეულობა, ქეიფი და მოლხენა, მგზნებარე, იმედიანი შეძახილები, ენამახვილობა, ოხუნჯობა, მჭერმეტყველური საუბარი და კამათი, ჩვეული გურული […]
„ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,რადგან არ მყავხარ, დედა“ [ციალა ბანძავა-ჩხაიძის მონატრება]

40 დღე გავიდა იმ კოშმარული დღიდან, დედა. მეტად რთული ცხოვრების გზა გარგუნა უფალმა – ნაადრევი ქვრივობიდან უმძიმეს ავადმყოფობამდე, რომელიც, როგორც ნამდვილმა ქართველმა, ღირსეულად განვლე. ჩემო ჭირთამთმენო, ჩემო და ჩვენო მარადიულო ტკივილო და მონატრებავ, შეხვედრამდე, დეე… დედას ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,რადგან აღარ მყავს დედა,ვარ მწუხარების დარდში ჩაფლული,გარს მახვევია სევდა. აყვავებულან მთებზე იები,ფურისულებიც ჰყვავის,მე განშორებით ვარ […]
„მადლობა, რომ სუფთა წარსული და სუფთა ოჯახი დაგვიტოვე“ [რევაზ ფაცურიას გამოსათხოვარი]

მამა, შენი ცხოვრების მანძილზე, შენი თანამდებობებზე მუშაობის მანძილზე, არსად არავინ გაგიწირავს, არსად არავინ მოგიტყუებია. მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა, ყოველთვის სინდისიანი ლუკმა მოგქონდა შენს ოჯახში. ყველას გულშემატკივარი და ჭირის გამზიარებელი იყავი. სამაგალითო მეუღლე, მამა და ბაბუა… ისე აღვზრდი დამიანეს, როგორც შენ გიხაროდა, მე და კაკო შენს კერას არ გავაციებთ, მამა. შენს ფუტკარს მე მოვუვლი, ხომ მასწავლე… მიმძიმს […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვალერიან (კისო) ზენაიშვილი

◼️ | მეუღლე ლელა ქურიძე; შვილები: ნინო, ვაკო; შვილიშვილი ლუკა ნიქაბაძე; დები: რუსუდანი, ქეთევანი; ძმა ბიძინა; რძალი ნაირა ჩხაიძე; სიძეები: გიორგი ნიქაბაძე, მალხაზ გორდელაძე, მიშა ნინოშვილი; ძმისშვილი ბესო ზენაიშვილი; დისშვილები: მაია გორდელაძე, თამარ, ია ნინოშვილები; ცოლისდა ლალი ქურიძე; ცოლის დისშვილი გიორგი დოლიძე; მძახალი ნინო ნიქაბაძე; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ვალერიან (კისო) ზენაიშვილის […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძისა

◼️ | შვილები: დარეჯანი, ნატო; სიძეები: არჩილ ჯიჯიეშვილი, ჯანი კალანდაძე; შვილიშვილები: ირაკლი, გია, სოფიკო, ნიტა, ირმა; შვილთაშვილები; რძლები; დები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 15 აპრილს, სოფ. აცანაში.
[თანაგრძნობა] რევაზ ფაცურიას გარდაცვალების გამო

◼️ | ნინო გურგენაძე, თეა ჩიქოვანი დიდი გულისტკივილით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ნანა ფაცურიას ძმა,რევაზ ფაცურიადა თანაუგრძნობენ ოჯახსა და ყველა ახლობელს.
„მთელ გურიას დაწყვიტა გული, ადამიანობის მაგალითი იყო…“ [მალხაზ თავაძის გახსენება]

4 წლის წინ, ლანჩხუთს კიდევ ერთი კარგი, ღიმილიანი კაცი გამოაკლდა. ლამის მთელი გურია იცნობდა, თავისი საქმის პროფესიონალი იყო… სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც შენი ახლობლები განვიცდით. ნუთუ ასეთი ხან მოკლე იყო შენი ცხოვრება, ჩვენო ღიმილიანო, სიცოცხლით სავსე და მოუსვენარო? რა უსამართლობაა ეს ცხოვრება… ჩვენი მალხაზი ადამიანობის მაგალითი იყო… საუკეთესო მამა, საუკეთესო ადამიანი, მეზობლებში, ახლობლებში, გაჭირვებაში, […]
„დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე…“ [შოთა გურგენაძის ტკივილიანი გახსენება]

მე-40 დღეა შენი გარდაცვალებიდან, კეთილო ადამიანო. ზამთრის იმ სუსხიან დღიდან მოყოლებული, როცა მშობლიური სოფლის მიწამ გულში ჩაგიხუტა, დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე… ეს ხსენება ისევ და ისევ შენს მიერ გაცემული სიკეთის სამადლობელო სიტყვები და სინანული იყო… იმ სიკეთის, ოჯახმაც რომ არ იცოდა და ახლა იგებს თანდათან… როგორ შესძელი ამდენი? კიდევ რამდენს შეძლებდი თურმე? მე […]