0:4-დან შემოუტრიალა… ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია!

ლანჩხუთელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, 24 წლის გიორგი შოთაძემ პოლონეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მან შვეიცარიელ, ყაზახ და შვედ ფალავნებს აჯობა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 0:4 აგებდა, მაგრამ გამარჯვების საოცარი სწრაფვა გამოავლინა, პოლონელი მეტოქე 9:4 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. როგორც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის […]
„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე ჩრდილოირლანდიურ „კლიფტონვილს“ შეხვდება

„ლანჩხუთის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოირლანდიური ,,კლიფტონვილი” იქნება, რომელმაც კოსოვოს ,,მიტროვიცა” 3-1 დაამარცხა. ფინალური მატჩი 2 აგვისტოს კოსოვოს მთავარ ქალაქ პრიშტინაში გაიმართება და საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს ყველა ჯგუფში ფინალური მატჩები გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავლენ. „ლანჩხუთისა“ და „კლიფტონვილს“ შორის გამარჯვებული 27 აგვისტოს პოლტავას […]
„დიდი მადლობა, კალა და დროებით, რადგან ადრე თუ გვიან ოჯახში ყოველთვის ბრუნდებიან“ _ „ლანჩხუთის“ ერთ-ერთი ლიდერი კარიერას საბერძნეთის „პანათინაიკოსში“ გააგრძელებს

“ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარიამ კალანდაძე კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს და „პანათინაიკოსის“ ღირსებას დაიცავს. მარიამი ლანჩხუთის კლუბის აღზრდილია და 10 წელია, მის ღირსებას წარმატებით იცავს. არის საქართველოს 4-გზის ჩემპიონი და მონაწილეობდა ისტორიულ მატჩებში ჩემპიონთა ლიგაზე. მისი უცხოეთში გადასვლაზე სეზონის დაწყებამდეც იყო საუბარი, თუმცა მაშინ ტრანსფერი გადაიდო. “ლანჩხუთი“ ოფიციალურ განცხადებაში მადლობას უხდის ფეხბურთელს წარმატებული […]
16 წლის იყო, უმაღლესი ლიგის გუნდს რომ უკაპიტნა, პენალტი მოიგერია და ქულა გადაარჩინა… „გურიას“ ახალწვეული, ვისაც ესპანურ „ხეტაფეში“ გადასვლა კორონავირუსმა ჩაუშალა

მეოთხე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი „გურია“ 10 დღეზე მეტია, სეზონის განახლებისთვის მზადებას ლანჩხუთში შეუდგა და არსებული ინფორმაციით, 26 ივლისიდან გრიგოლეთის ბაზაზე გადაინაცვლებს. გუნდი 13 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონს 12 აგვისტოს „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბთან საშინაო შეხვედრით განაახლებს. პირველადგილოსან „ალგეთს“, ვისაც „გურიამ“ შინ 3:0 მოუგო, მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო 5 ქულით უსწრებს ზედა ლიგაში […]
მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა – 17 წლის იყო, შალვა კაკაბაძემ „გურიაში“ რომ მიიწვია… ლანჩხუთის სპორტის ამაგდარი ვაჟა ცინცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლანჩხუთის სპორტს დიდი გულშემატკივარი _ ვაჟა ცინცაძე აღარ ჰყავს. კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ვარჯიში ადგილობრივ საფეხბურთი ჯგუფში დაიწყო შემდგომში ლეგენდად ქცეულ სოსო (ბუტა) ჟორდანიასთან. მწვრთნელმა პერსპექტიული ჭაბუკი მალე „თაიგულში“ მიიწვია, სადაც სხვა ნიჭიერ მობურთალებსაც მოუყარა თავი. ეს ის „თაიგულია“, რომელმაც სენსაცია მოახდინა […]
თამაში მესხის, იამანაძის, კოტრიკაძის, დათუნაშვილის მხარდამხარ და 50 წელი ლანჩხუთის ბავშვთა ფეხბურთის სამსახურში… მწვრთნელი, რომელმაც „გურიას“ ლეგენდები აღუზარდა

ლანჩხუთში მომავალი თაობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვს დანტეს ჯეჯელავას _ ზრდილობითა და პატიოსნებით გამორჩეულ, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ცხოვრებაში. იგი 1936 წლის 23 ივლისს თბილისში დაიბადა. სიყმაწვილეში 35-ე საფეხბურთო სკოლაში მიხეილ მესხთან, შოთა იამანიძესთან, სერგო კოტრიკაძესთან და შემდგომში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, ოტია ჟორდანიას, გაიოზ ჯეჯელავას, მიხეილ […]
ვინ იყო ლეგენდარული მიშა წილოსანის შეგირდი – ვენერა დუნდუა, ვისაც ცნობილი ძმის მსგავსად, ლანჩხუთის სპორტის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის

დღეს ლანჩხუთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ულამაზესი ქალბატონი _ ვენერა (ხატია) დუნდუა. დღევანდელმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ „გურიას“ ლეგენდარული დირექტორის, გულსუნდა (იმედო) დუნდუას და წარსულში წარმატებული ტანმოვარჯიშე გახლდათ. მან სხვებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქალაქში ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში, ჯერ როგორც სპორტსმენმა და შემდეგ _ როგორც მწვრთნელმა. „გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ვენერას გარდაცვალების გამო […]
1966 წლის ისტორიული ფოტო და დახვედრა ლანჩხუთში… „გურია“ რომ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა, ბორის პაიჭაძემ 20 წლით ადრე იწინასწარმეტყველა

ქართველი საფეხბურთო კოლექციონერი დავით ჭინჭარაული სოციალურ ქსელში აქვეყნებს გაზეთ „ლელოში“ 1966 წელს გამოქვეყნებულ „გურიას“ ფოტოს. იმ წელს ლანჩხუთელებმა დუბლი პირველად შეასრულეს _ საქართველოს ჩემპიონობას თასი დაუმატეს. სეზონის ბოლოს ლანჩხუთის თეატრში, გამარჯვებულ გუნდთან საზეიმო ღონისძიება მოეწყო. სპეციალურად ამ დღისათვის თბილისიდან არაერთი ცნობილი პიროვნება ჩამობრძანდა. მათ შორის იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ფეხბურთის „კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძე. მას […]
როგორ იხსნა ბეგი სიხარულიძემ 1971 წელს „გურია“ და ვისმა გოლმა მოგვიტანა საქართველოს თასი? რა ფოტოს ავრცელებს საფეხბურთო კოლექციონერი…

ლანჩხუთის „გურიამ“ პირველად 1966 წელს მოახერხა, საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად თასსაც დაუფლებოდა. შალვა კაკაბაძის გუნდმა ეს შედეგი 5 წლის შემდეგაც გაიმეორა. 1971 წელს, ჩემპიონატის 50 კალენდარული შეხვედრიდან ლანჩხუთელებმა 35 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 8 შეხვედრა წააგეს. გაიტანეს ას გოლზე მეტი (107) და 77 ქულით დამაჯერებლად მოიპოვეს რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტული. თუმცა იგივე ვერ ვიტყვით თასის გათამაშებაზე, […]
ბაბუა, შვილი და შვილიშვილი „გურიას“ სამსახურში – პატარაიების 100-წლიანი საფეხბურთო ცხოვრება… იცით, ვინ იყო „დუნიის გადამრევი“ გუნდის უფროსი?

ალბათ, მსოფლიო მასშტაბითაც იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა ერთი ოჯახის სამი წარმომადგენელი საუკუნის მანძილზე ემსახურება მშობლიურ კლუბს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეთი შემთხვევა არ გვახსენდება და ლანჩხუთელი პატარაიების ოჯახი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია… ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ლანჩხუთში ფეხბურთის პიონერებს შორის იყვნენ ძმები _ ტიტე და კარლო პატარაიები. ტიტე, იგივე კიტუშა მწვანე მინდორზე 1950 წლამდე გამოდიოდა. ტყავის […]