„ვერც ფეხით გადაადგილდებიან, ვერც მიცვალებულს კრძალავენ“ _ მოხალისე ნინოშვილში გარდაცვლილი 106 წლის ქალის ოჯახზე წუხს

გურიაში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებას აქტიურად აშუქებს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა ამჯერად მოტოსპორტსმენ გიორგი გახელაძეზე წერს, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა. გიორგი გამოცემასთან ყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ. ამბობს, […]

„გურიაში სიტუაცია უკვე ძალიან მძიმეა, მაგრამ არსებობს საფრთხეები, კიდევ უფრო დაამძიმდეს” – რომელ სოფლებშია საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება

გურიასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს „მწვანე ალტერნატივას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო გუჯარაიძე. „გურიაში სიტუაცია უკვე ძალიან მძიმეა, მაგრამ არსებობს საფრთხეები, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს და რისკის ქვეშ დააყენოს ადამიანების ყოფა – ეს არის უხვი ნალექის ფონზე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების საფრთხე“ _ წერს გუჯარაიძე. მისივე თქმით, _ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო ბიულეტენს ქვეყანაში […]

„ხუთი დღე ჰპირდებოდნენ, ტრაქტორი მოვაო, თოვლმავალზე შემოვისვით მამაო და ისე წამოვიყვანეთ“ – რას ჰყვება მოხალისე

გურიაში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებას აქტიურად აშუქებს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა ამჯერად მოტოსპორტსმენ გიორგი გახელაძეზე წერს, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა. გიორგი ყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ. […]

„არც ფული გვინდა, არც არაფერი… მაცივარი არ გვაქვს, რომ ჩავასვენოთ“ – გურიაში მეზობლის სახურავის წმენდისას გარდაცვლილის შვილი

„გურიაში, სოფელ კონჭკათში მეზობლის სახლის გადმოთოვლისას დღუპული იური ჭუმბურიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს, მიცვალებული უფუჭდებათ. ესაა მისი შვიულის ნომერი: 599 441 347“ _ ინფლუესერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა თაკო მეფარიშვილმა მიწერა. მოგვიანებით გავრცელდა გარდაცვლილის შვილის კომენტარიც: „არც ფული მინდა, არც არაფერი… მიცვალებული გვილპება სახლში. არავინ არ გვაქცევს საერთოდ ყურადღებას, მაცივარი […]

გურიაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, ვერ ხერხდება კომუნიკაცია“ – ირაკლი კობახიძე

“დღეს გან­ვი­ხი­ლეთ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი. გუ­შინ­დელ­მა თო­ვამ კი­დევ უფრო მე­ტად გა­არ­თუ­ლა ვი­თა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დღეს უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, თავ­დაც­ვის ჯა­რე­ბის ჩარ­თვა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. სრუ­ლად იქ­ნე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა უწყე­ბა იმის­თვის, რომ ვებ­რძო­ლოთ სტი­ქი­ას. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, მდგო­მა­რე­ო­ბა არის რთუ­ლი. სოფ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მო­წყვე­ტი­ლი არის გარე სამ­ყა­როს, ვერ მყარ­დე­ბა […]

“კუხნაში ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან…  გვეშინია, სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს… გვიშველეთ” – ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს

გურია სტიქიას ებრძვის. რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ მა­მათ­ში, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი 2 მეტრს აღ­წევს. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ სა­ჭი­როა ხალ­ხის იქი­დან გა­მოყ­ვა­ნა. “გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეთ მა­მა­თი­დან, თუ თოვა ისევ გაგ­რძელ­და, დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა” – და­წე­რა ილი­კო კი­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ახლა სო­ფელ­ში დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე დღე­შია სამი შვი­ლის მამა, მალ­ხაზ ღლონ­ტი. ის სა­კუ­თარ სახ­ლში მის­ვლას და ოჯა­ხის […]

„ლანჩხუთელი გმირის ოჯახს ესაჭიროება უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა… მამათში თოვლის საფარმა 2,2 მეტრს მიაღწია“

„აფხაზეთის ომის გმირის, დავით ღლონტის ოჯახს ესაჭიროება დახმარება. ჩემი ძმის ოჯახს ესაჭიროება დახმარება. თვითონ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა ეს დღეები… თოვლის საფარი მამათში 2.20 მ.-ს აღწევს, შიდა გზები ვერ გაიკვალა, რის გამოც ვერ შეძლო ეს დღეები სახლში მისვლა, დედასთან, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან ბავშთან“.” _ ინფორმაცია სოფელ მამათის ფეისბუქ-ჯგუფში ვრცელდება. „დილიდან გამოსულია მამათის ცენტრიდან (სახლისკენ) და […]

„აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდა და დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“ _ ლანჩხუთის მერია

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უამინდობა გრძელდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იწმინდება და ტექნიკა მუშაობს აცანა-მამათის, ორმეთის, ლესა-გულიანის, ჩოჩხათის, ქალაქის, ჩიბათის, შუხუთის, სუფსის მიმართულებით“ _ აღნიშნულია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის მოსახლეობას. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები […]

„80 წლის ბებიას 3 ობოლი ბავშვი ჰყავს, სახლი ავარიულია, ფანჯრები ბებიას საწოლზე თოკით ჰქონდა გამობმული…“ _ ზედა ბახვში ოჯახს დახმარება სჭირდება

გურიაში დიდთოვლობის გამო ადამიანები სოფლებში ჩაკეტილები არიან. უშუქობის გამო მათთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ ხდება. ფეისბუქ-ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზედა ბახვში 80 წლის ბებია და სამ ობოლი შვილიშვილი ავარიულ სახლში ცხოვრობენ და რამდენიმე დღეა, კონტაქტზეც არ გამოდიან. “მესამე დღეა ვერ ვუკავშირდებით. 80 წლის ბებიას სამი ობოლი ბავშვი ჰყავს… მესამე დღეა კავშირი აღარ მაქვს… სახლი […]

გურიასა და აჭარაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. „უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.