„რა ბოროტი უნდა იყო, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, ასეთ საზიზღრობას აბრალებდე ვინმეს…“ _ რა ფეიკ-ქარდი გაუვრცელეს ნინო წილოსანს

გურიაში დიდთოვლობას ნინო წილოსანი დღეს დილით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მის შესახებ გავრცელებულ სარკასტულ ფეიკ-ქარდს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თითქოს მან თქვა, რომ „თოვლი მხოლოდ ნაციონალებს არ უხარიათ“ და „მოდის გაზაფხული და დადნება, სულ კი არ იქნება ეს თოვლი“. „როგორი ბოროტი უნდა იყო ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, როცა უამრავ ადამიანს სასიცოცხლო […]

„მე-6 დღეა, ასე ვართ და ახლა მობილიზდა ყველაფერი, ტელეფონის ბოლო ელემენტს ვიყენებ… მსხვერპლი სანამ არ მოჰყვა, მანამდე არაფერი იცოდა საქართველომ“

გურიაში დიდთოვლობის გამო ვითარება მძიმე რჩება. თინათინ აბაშიძე ჯგუფში “მოხალისეები გურიისთვის” წერს, რომ „მე-6 დღეა ასე ვართ და ახლა მობილიზდა ყველაფერი“ „ტელეფონის ბოლო ელემენტს ვიყენებ ამ პოსტისთვის. არც შუქია, არც წყალი, არც გზა. ღმერთს მადლობა ჩემს ოჯახს მობილიზებული ჰქონდა საკვები და საარსებო საჭიროებები, თუმცა სხვას??? ელემენტარული, გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრამდე თოვლში ვართ. მსხვერპლი სანამ […]

„ამ დილით ჩაინგრა სახურავი, ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში… 112-ში უთხრეს, როცა შემცირდება თოვლი, აუცილებლად მოვალთო“

გურიის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეების ფეისბუქ-ჯგუფში გიორგი კაშია ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „სოფელი ჩოჩხათი, ამ დილით, 03:00-03:30 საათზე, ჩაინგრა სახურავი. გზა არ არის, არანაირი საკომუნიკაციო საშუალება! ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში. დარეკეს სამაშველოში, 112 ში, მათგან პასუხი: როცა შემცირდება თოვლის მასა, აუცილებლად მოვალთო“ ჩამოქცეული სახურავი ჩოჩხათში | ფოტო გიორგი კაშია ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, დამატებითი ტექნიკა […]

ლანჩხუთის მერი – ინტენსიური თოვის შედეგად მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა – ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად რთული ვითარებაა, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა ინტენსიური თოვის შედეგად, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია […]

გუშინ, სოფელ შრომაში, სახურავის გადმოთოვლისას დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს _ გზა თანასოფლელებმა გაწმინდეს

გუშინ, სოფელ შრომაში, სახლის სახურავის გადმოთოლვის დროს დასავებული ახალგაზრდა ბიჭი ამ დილით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ შრომაში აღნიშნული ახალგაზრდის გადასარჩენად, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას. „მამაკაცი ადგილობრივმა მოსახლეობა გამოიყვანა. სოფელმა გაათენა, ადგილზე 11 კაცი მუშაობდა 5 საათის განმავლობაში, გზა გაწმინდეს და დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს“, – აცხადებენ ისინი. […]

კოკათში სახლი ჩამოინგრა, რომელშიც ადამიანია მოყოლილი… ბოლოს ესაუბრა 8 საათზე, სახლი ინგრეოდა და ბებია-ბაბუა საქათმეს აფარებდნენ თავს… – უმძიმესი ამბები გურიის სოფლებიდან

გურიაში დიდთოვლობის გამო ბევრს შეექმნა პრობლემები. ხალხი დახმარებას ითხოვს შემდეგ ლოკაციებზე [25.02.2025 01:00 სთ.-ის მდგომარეობით]: შრომის თემი / ვაკე _ სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. შრომის თემი / ვაკე _ ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს. შრომის თემი / […]

„საქართველოს მთავრობა, რა გაძინებთ? გაიღვიძეთ, მთელი შემადგენლობით გურიაში, ხალხი საფრთხეშია!“ – ელისო კილაძე

გურიაში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს: „სამაშველო, ჯარი, ტექნიკა, მობილიზაცია, საკვები, მედიკამენტები, ექიმების ჯგუფი! საგანგებო შტაბი! საქართველოს მთავრობა, მთელი შემადგენლობით გურიაში! რა გაძინებთ – გაიღვიძეთ, ხალხი საფრთხეშია! გარდაცვლილიც გვყავს! მერე გვიან არ იყოს!“ _ წერს ჟურნალისტი. ვითარება გურიაში | ფოტო ხატია კეჭაღმაძე გუშინ, ოზურგეთის სოფელ კონჭკათში […]

[სასწრაფოდ გასავრცელებელი] გურიაში, სოფელ შრომაში დახმარებას ითხოვენ – ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ამ წუთებში გურიის მოხალისეების ჯგუფში საყურადღებო ინფორმაცია ვრცელდება. „ძალიან გთხოვთ!!! ბიჭი ძალიან რთულ მდგომარეობაშია სოფელ შრომაში, უბანი ვაკე. ნუთუ არარსებობს არანაირი გზა, რომ რამე მანქანა მივიდეს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ _ წერს ქეთა ხომერიკი. მისივე განცხადებით, ექიმების ონლაინდახმარება საქმეს ვერ უშველის: „მხოლოდ პროფესიონალ ექიმს შეუძლია დახმარება, ექთანიც ვერ გვეხმარება, სტაციონარში გადაყვანაა აუცილებელი“. როგორც ცნობილი ხდება, […]

ლანჩხუთის მერის განცხადებით, დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, თოვლმა და უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ზარალი მიაყენა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მისივე განცხადებით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან, ის არ ადასტურებს ინფორმაციას, სოფელ კოკათში მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. მისი თქმით, სოფელში დაზიანდა სახლის სახურავი, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იმყოფებოდა თუ არა სახლში ვინმე. “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ […]

„სახლის გადათოვლისას, ნგრევის შედეგად მამაკაცს ბეტონის ფილა დაეცა…“ – გურიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

„გურია თუდეის“ ლანჩხუთელმა სამოქალაქო აქტივისტმა, ირინა ზარანდიამ მოაწოდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის სოფელ კონჭკათში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მალე სოციალურ ქსელში იგივე დაწერა ლუკა ტუღუშმა, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას და შველას ითხოვდა: „გარდაცვლილი ადამიანი ვერ ამოჰყავთ ნანგრევებიდან, უჭირთ შიშველი ხელებით. სად ხართ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. სამომავლოდ გაითვალისწინეთ, რომ საახალწლო კონცერტებზე, რუსლანოვებზე ათი ათასობით ლარი კი არ […]