ბოლო 50 წლის განმავლობაში, გურიაში 101 ადამიანი დაიკარგა, მათგან 11 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 64 ადამიანი დაიკარგა, ხოლო 1973 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოში ჯამში დაკარგულად 1024 ადამიანი ითვლება. მათ შორის უმეტესობა 25-45 წლისაა. დაკარგულთა 66% კაცია, 34% კი ქალი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 50 წელში 43 არასრულწლოვანი დაიკარგა, მათგან 37 კვლავ იძებნება. მიმდინარე წლის 6 თვეში დაკარგული იყო 9 არასრულწლოვანი, მათგან მხოლოდ […]

ტიტუ, აი ბაღანაი, რაფერი ჭკვიანი გვეგონაო, ჩამევიდა და დარბის ზეით-ქვეითო… სად ატარებდა კონცერტებს, ვინ მიუშვირა იარაღი და რა შემთხვევაში წავა ხელისუფლების წინააღმდეგ ალექსანდრე სარიშვილი [არქივი]

როგორც თავად ამბობს, მისი მთელი ცხოვრება უსამართლობისა და ადამიანთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაა. დაუდგრომელმა გურულმა აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგაც გაილაშქრა და ნაციონალებსაც ებრძოდა. იყო ზეწოლაც, შანტაშიც, გადაბირების მცდელობაც, მაგრამ პრინციპებისთვის არასდროს მიღალატიაო. მაშინ მის მშობლიურ ჩოჩხათში ამბობდნენ თურმე, აი ბაღანაი თლათ გააბდლდაო, მაგრამ თავად სწამდა, რომ პროტესტი ბრძოლად ღირდა. დღეს ამბობს, რომ ბედნიერია,  ქვეყანაში უსამართლობა აღარ სუფევს […]

გურიის რეგიონი პირველ ადგილზეა ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით – რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს?

გურიაში, იანვარი-ივნისის განმავლობაში, 45 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ სტატისტიკაშია ნათქვამი. სტატისტიკის თანახმად, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად რეგიონში 9 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა. საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 216 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვი. უწყების ცნობით, 2025 წლის ორ კვარტალში ქვეყანაში 2.860 ავარია […]

„შენ, ჩვენო სიხარულო და ბედნიერებავ“ – ვინ არის ირაკლი ნოდია, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვა

ეს ინფორმაცია ლანჩხუთელებს ძალიან გაახარებს _ ირაკლი ნოდია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლის _ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100%-იანი დაფინანსებით. იგი „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელის, ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ადამიანისა და დიდი ტკივილის, არჩილ (ბაჩო) ნოდიას შვილი და ბიძის, ასევე ჩვენი ქალაქის მოუშუშებელი ტკივილის _ ირაკლი ნოდია უფროსის მოსახელეა. ორივე ძმა ნაადრევად […]

“20 წლის შვილიშვილი ფესტივალზე იყო და როცა დაიგვიანა, ბაბუა მის მოსაძებნად წავიდა…” – რა ხდება ცნობილი გომისმთაზე დაკარგულ 85 წლის კაცზე?

გურიაში, კურორტ გო­მისმთა­ზე [მდებარეობს ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 33 კმ-ში], უკვე მეორე დღეა, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი 85 წლის ზუ­რაბ უს­ტი­აშ­ვილს ეძე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­სი­ო­ნე­რი ელექტრო­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე შვი­ლიშ­ვი­ლის მო­სა­კითხად წა­ვი­და და მას შემდეგ კვა­ლი იკარ­გე­ბა. „გუშინ [კვირას] ღამის 12 საათზე დამეკარგა ბაბუ გომისმთაზე, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ“ _ 85 წლის კაცის შვილიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას […]

გურიაში, გუშინ გვიან საღამოდან, 85 წლის კაცს ეძებენ, რომელიც, არსებული ინფორმაციით, გომისმთაზე იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, გზა აებნა

გურიაში 85 წლის, ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ – სამაშველო ოპერაციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. „გუშინ, გომისმთის ტერიტორიაზე დაიკარგა ბაბუ. ბოლოს ნახეს ხარიატაღის მიდამოებში, ასევე ასული იყო ჯვრის მოპირდაპირე გორაზე“ _ განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ბაბუაჩემია, ასე გამოიყურება. თუ დაინახავთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ძალიან ვღელავთ მთელი ოჯახი“ _ წერს შვილიშვილი და ფოტოს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერს, გომისმთაზე, მუსიკალურ […]

„შენგან მუდამ ღიმილი მოდიოდა… ჩვენს გვერდით აღარ არის საყვარელი მოსწავლე“ _ 15 წლის გიორგი თირქიას მშობლიური სკოლა და მასწავლებლები ემშვიდობებიან

15 წლის გიორგი თირქიას, რომელიც გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა, მშობლიური ჩიბათის სკოლა ემშვიდობება: „გულს გვიწყვეტს და სიტყვები გვღალატობს, რადგან  აღარ არის ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი მოსწავლე გიორგი თირქია. გიორგი იყო სითბოსა და სიკეთის მატარებელი. მისი თავაზიანობა, მშვიდი ბუნება და ყურადღება ყველასთვის, ვინც მასთან ურთიერთობდა, დაუვიწყარი გახდება. იგი იყო მოსწავლე, რომელიც სხვას უსმენდა, უგებდა და ყოველთვის სიკეთეს ანაწილებდა. […]

„ვერ გაიმართება გასართობი ღონისძიება იქ, სადაც ჩვენი რაიონის ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა“ _ ლანჩხუთში „თევზის ფესტივალი“ წელს აღარ გაიმართება

„გუშინ მდინარე სუფსაში, ,,თევზის ფესტივალის“ ლოკაციასთან მომხდარი ტრაგედიის გამო, სექტემბრის თვეში დაგეგმილი ,,თევზის ფესტივალი“ აღარ გაიმართება“ _ აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც ლანჩხუთის მერიამ და საკრებულომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გაავრცელეს. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგი თირქიას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“ _ ვკითხულობთ განცხადებაში. „ეს არის ჩვენი გუნდის […]

„გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი, ბიჭო… ოჯახის და კუთხის იმედად იზრდებოდი“ _ ახლობლები ჩიბათელ ბიჭზე, რომელიც დღეს მდინარეში დაიხრჩო

15 წლის ბიჭი, რომელიც დღეს მდინარე სუფსაში დაიხრჩო, გიორგი თირქიაა სოფელ ჩიბათიდან. როგორც მისი ახლობლები გვიყვებიან, გიოს მამა გარდაცვლილი ჰყავს და ახლა დედის სოფელში ცხოვრობდა. დედა მირანდა ძიმისტარიშვილია. მას სახლში 87 წლის მამა ჰყავს, გიოს _ უმცროსი და-ძმა და დედას 15 წლის ბიჭის დიდი იმედი ჰქონდა. „გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 […]

15 წლის ბიჭი, რომელსაც მაშველები და მყვინთავები მდინარე სუფსაში რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდნენ, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს

ინფორმაცია, რომ მოზარდს ეძებდნენ, “გურიის მოამბემ” გაავრცელა. გამოცემას ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოზარდი თანატოლ მეზობელთან ერთად მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია. “გურია თუდეი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.