ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ოთარ ქათამაძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი ოთარ (ოთო) ქათამაძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ. ოთარ ქათამაძე მოულოდნელად აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში – ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება. გარკვეულ ხანს იყო გადარჩენის იმედი […]
ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა _ 5 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მთავარი მაგისტრალის ჩიბათის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას ფეისბუქ-ჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. მასში ჩანს დაშავებული ავტომობილები და ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის მანქანა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 5 პირი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.
გურია „გემო ფესტს“ მასპინძლოებს – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში საქართველოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი მიმდინარეობს

გურია პირველ „გემო ფესტს“ მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში საქართველოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ. ფესტივალის ლანჩხუთელი მონაწილეები „გემო ფესტში“ […]
„This is ლანჩხუთიდან“ All Around Georgia-მდე – ლანჩხუთელი ინფლუენსერები არ ხუმრობენ: „მოგესალმებით საქართველოს გულში, ერთად ვიმოგზაუროთ ჩვენს ულამაზეს კუთხეებში!“

ლანჩხუთელმა ინფლუენსერებმა, ნინია ბარამიძემ და ლუი ორაგველიძემ ახალი ფეისბუქ-ჯგუფი შექმნეს _ „საქართველოს ირგვლივ / All around Georgia“, რომელსაც ერთ დღეში უკვე ჰყავს 500-მდე წევრი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ჯგუფი წარმატებული იქნება. ამ ადამიანებმა კოვიდ-19-ის დროს შექმნეს „This is ლანჩხუთი“, რომელიც დაუბლოკეს და თავიდან შემოიკრიბეს 30 ათასამდე გურული თუ გურულების მოყვარული ადამიანი. ჯგუფმა ძალიან დიდი მისია […]
გურიაში დააკავეს 69 წლის კაცი, რომელმაც სანადირო თოფიდან გასროლით 56 წლის ცოლს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

შსს-ს ინფორმაციით, გურიაში დააკავეს 69 წლის კაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. „გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, […]
„სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. ერთ ეზოში გაზრდილები იყვნენ“ – რას ამბობენ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდებზე ახლობლები

„სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ერთად გაზრდილები არიან, თანატოლები, მეგობრები, ერთ ეზოში გაზრდილები. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რაც მოხდა. განადგურებულები ვართ ყველანი. ასეთ დროს რა უნდა გითხრათ, ყველა ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები არიან. მეხის გავარდნას გავს ეს ამბავი. კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, ცეცხლი როგორ გაუჩნდა მანქანას და ეტყობა გამოსვლა ვერც ერთმა […]
„მესმის, ეს წინასაარჩევნო ბრძოლის ნაწილია, მაგრამ ალექსანდრესთან მიმართებაში გადაცდომად მიმაჩნია… არ მახსოვს, მას როდესმე უტაქტოდ მოეხსენიებინოს ოპონენტები“ _ დავით ჩხარტიშვილი

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი (ნინოშვილის მაჟორიტარი 2014-21 წლებში), ექიმი დავით ჩხარტიშვილი პასუხობს ოპოზიციონერი ყოფილი კოლეგების _ კახა ასკურავას, გია გოგუაძის, ირმა მგელაძისა და გივი ცინცაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „ალექსანდრე სარიშვილს ჰქონდა შანსი, გამიჯვნოდა რუსულ ხელისუფლებას“ [უარი ეთქვა, მესამედ კენჭისყრაზე] და „ლანჩხუთის მერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს“. […]
„ცხენს ასტკივდა ფეხი, უეცრად მოიკეცა“ – ვინ არის ბიჭი, რომლის კადრებმა ინტერნეტი მოიარა: თორნიკე ბერძენიშვილი ბახმაროს დოღზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს

მთავარი ფოტოკოლაჟის ფოტოები ეკუთვნის ოთო დავითაძეს _ ახალგაზრდა ფოტოგრაფი გურიას ხშირად სტუმრობს, ბახმაროს დოღის გარდა, შთამბეჭდავი ფოტოები აქვს გადაღებული შუხუთის ლელოზე. ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სპორტული შეჯიბრება ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. გამონაკლისი არც წელს ყოფილა, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით დოღი გაიმართა და ათასობით ადამიანი დაესწრო… […]
„თუ ასე არაა, კეთილი ინებოს [ალექსანდრე სარიშვილმა] და საჯაროდ უპასუხოს თითოეულ კითხვას“ – ლანჩხუთის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“

ლანჩხუთის საკრებულოს წევრები კახა ასკურავა, გია გოგუაძე, ირმა მგელაძე და გივი ცინცაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის სახელით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნულ რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებენ და მასში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებენ: „სამწუხაროა, რომ 2024 ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა, რომლებიც კოალიციურ მთავრობაში მოიაზრებოდნენ (“ლელო – ძლიერი საქართველო” და […]
[ექსკლუზივი] კვირკველია, ხელაძე, ურუშაძე, წილოსანი, ბურჭულაძე, მშვიდობაძე… ტაბიძე თუ ხუხუნაიშვილი – ვინ იქნება ლანჩხუთში პარტიული სიის ათეულში და პირველი ნომერი?

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ ათეულში აუცილებლად იქნებიან: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვერიკო კვირკველია, იურიდიული და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გოგი ხელაძე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლოლიტა ურუშაძე, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კარლო წილოსანი, „ხალხის ძალის“ კვოტით _ დარეჯან (მაცაცო) ბურჭულაძე და პარტიის მთავარი იდეოლოგი და პიარი _ ნინო მშვიდობაძე. ჯერჯერობით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, ვინ იქნება […]