„არასდროს დამავიწყდება, ფეხი ავიდგი ჩაიზე, ყველას გკოცნით და გეხვევათ თქვენი რამიზა ჩხაიძე“ – ჩვენი „რტჩ“ 75 წლისაა!

„სიხარულს ვეღარ ვმალავდი, ღიმილი მქონდა ბაგეში, ერთი ღარიბი ვიყავი, 40 ცალ პუნქტის გამგეში!“ _ ნაწყვეტი „ავტობიოგრაფიიდან“ ლანჩხუთელი ბიზნესმენი, ვაჭრობის დარგის კოლორიტული წარმომადგენელი _ რამიზ, სიყვარულით _ რამიზა ჩხაიძე, იგივე „რტჩ“ 75 წლის გახდა. თავის დროზე, მან ლანჩხუთში პირველმა დაარსა შემდგომში სახელგანთქმული გასტრონომი „ოჯახური“, სადაც მზა საჭმელების შეძენა შეიძლებოდა. დღეს იგი თბილისში მოღვაწეობს და საქვეყნოდაა ცნობილი […]
ლანჩხუთში, „საქართველოს ბანკის“ შესასვლელში გადაღებულმა ფოტომ სოციალური ქსელი „ააფეთქა“

გუშინ, მთელმა საქართველომ იხილა „საქართველოს ბანკში“ მძარცველის შესვლისა და იქიდან 500 ათასი დოლარის გატაცების ამბავი. მოგეხსენებათ, გურული კაცი რთულ ვითარებაშიც არ კარგავს იუმორის სურვილს და გთავაზობთ საუკეთესო კომენტარებს: $ „პასუხი კითხვაზე, რაფერ მივიღოთ ფული ბანკიდან უდაბლესი პროცენტით, გაცემულია“; $ „ყველაზე მაგრა „საქართველოს ბანკმა“ იმოქმედა. ხელყუმბარიანი ტერორისტი შეუვარდათ, 43 მძევალი ეიყვანა და მაინც მოახერხეს და თავისი […]
„მენატრები და ამქვეყნად ყველაზე მეტად მინდა, რომ გულში ჩამიკრა… 15 წელია ბალიშს ცრემლებით ვასველებ და ბავშვივით ვბღავი _ დედა, მენატრები“

სოფელ სუფსაში ტრაგედია დატრიალდა. ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ლანჩხუთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე გახლდათ. მასთან ერთად ავარიას ემსხვეპლნენ მისი დეიდაშვილები, ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები, ასევე ამ უკანასკნელის ახალშერთული 20 წლის მეუღლე. არჩილს დედა ძალიან ენატრებოდა _ მხოლოდ 11 წლის იყო, როცა მის გარეშე დარჩა. […]
„აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც ზარალობს სახელმწიფო და რომელ კორუფციულ სქემასაც კონკრეტული პირები ლობირებენ…“ _ კახა ასკურავა

გასულ ხუთშაბათს (14 სექტემბერს), სოფელ შუხუთში დატრიალებული ტრაგედიის (სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა) ერთ-ერთ მიზეზად ის გადაჭარბებული ტვირთი სახელდება, რის გადატანასაც გზის მშენებელი კომპანიების მესვეურები მძღოლებს აიძულებენ, თან მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. გადატვირთული მანქანის დამორჩილება კი რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. შუხუთის ტრაგედიაშიც ამას თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ლანჩხუთის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მძღოლის დაღუპვას პირდაპირ […]