ლანჩხუთის სამ სოფელში _ გვიმბალაურში, აცანასა და ნინოშვილში 407 775 ლარად ხელოვნურსაფარიანი მოედნები მოეწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აცანის, გვიმბალაურისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფრიანი მოედნები მოეწყო. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 407 775 ლარი დაიხარჯა. სტადიონები ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძემ, საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზაალ სანაძემ და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
აშენე და არემონტე ჩვენთან ერთად – ლანჩხუთში არსებული სამშენებლო კომპანია გურიისა და ახლა უკვე აჭარის რეგიონსაც მოემსახურება!
ლანჩხუთში გახსნილი სამშენებლო და სარემონტო კომპანია გურიისა და ახლა უკვე აჭარის მოსახლეობას, ბიზნესს და სახელმწიფო ორგანიზაციებს სთავაზობს სამუშაოების შესრულებას უმაღლესი ხარისხით. კომპანია სამუშაოებს ასრულებს როგორც თავისი, ასევე მომხმარებლის მასალით. სამუშაოების ვადებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ფორმდება ხელშეკრულება. რემონტის საწყისი ეტაპი, მიმდინარეობა და დასრულებული სამუშაო კომპანია ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: 1. პროექტირება; 2. მშენებლობა; 3.მონოლითური ფილების, რიგელების, […]
სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა, რომელიც 500 ათასი ლარით დაფინანსდა, საზეიმოდ გაიხსნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა გაიხსნა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარით დაფინანსდა. ახალ შენობაში გადასვლა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მერის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ და სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ია მოქიამ მიულოცეს. „წითელი ლენტი“ სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ნანი მარგალიტაძემ გაჭრა სამუსიკო […]
„ყველას გამოუცდია 90-იანი წლების გაჭირვება… მაშინ ეს ქალბატონი ამუშავებდა ფურნეს და იცით, რატომ დარჩა ჩემს მეხსიერებაში?“
ლანჩხუთი კიდევ ერთ საოცარ ადამიანს ემშვიდობება _ მაია გოგუაძის გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა, ვინც კი მას იცნობდა. „ამ ძალიან კარგ ქალბატონს მალე გააცილებს ჩემი უბანი უკანასკნელ გზაზე. იცით, ის ვინ იყო? ახლა აგიხსნით… ყველას გამოუცდია 90-ანი წლების მძიმე გაჭირვება და ამ წლების ცუდი მემკვიდრეობა… ამ პერიოდში ეს ქალბატონი ამუშავებდა ფურნეს, სადაც რეგულარულად პურს აცხობდნენ სახლში. […]
„სიკვდილიც მე მეწევა შენამდე, მე ასე მინდა. ხვალ კიდე, გულო, უპირველესად, დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული“ _ რას წერდა არჩილ კვაჭაძე
ლანჩხუთელთა დიდი ტკივილის, არჩილ კვაჭაძის 6 წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს ჯგუფში „ღადარი“ ოჯახის ახლობელი ია ხალვაში და ასეთ მინაწერს უკეთებს: „ჰოდა, სიკვდილი შენ გეწვია პირველი, მაგრამ მაინც ვერ დაგვაშორა შენთან, ჩვენს გულებში ხარ ისევ და ისევ“. 2019 წლის 23 მაისს, სუფსაში ტრაგედია დატრიალდა _ ავტოავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ლანჩხუთელი გახლდათ _ 27 […]
“მეორე დღეს, მერაბა ბრძოლაში დაეცა… ჩემ ძმასთან მივიდა, ახლა უკვე ჩემი შვილიც იქაა” – ლანჩხუთელ გმირს 60 წელი შეუსრულდებოდა
“მერაბ კუპრეიშვილი, მხედრიონი, ლანჩხუთი, გურია … დაეცა ბრძოლაში, მაიმუნსაშენთან, ტამიში… დღეს 60 გახდა მერაბა” – წერს სოციალურ ქსელში არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. იგი მერაბ კუპრეიშვილთან, ძმასთან – ჯამბულათთან და მამასთან – ვალერისთან ერთად აფხაზეთში იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის. მერაბი და ჯამბულათი სამშობლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. ორი წლის წინ კი უმცროსი ჯამბულათი (არჩილის […]
„ქვემო აკეთში, მდინარე სუფსას თვითნებურად შეუცვალეს კალაპოტი, არ უფრთხილდებიან ბუნებას და უდაბნოს დაამსგავსეს ტერიტორია“
ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე სოფელ აკეთში მდინარე სუფსის სანაპიროზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს: „მეგობრებო, ქვემო აკეთში გაურკვეველმა კომპანიამ ისევ დაიწყო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა. მდინარე სუფსას თვითნებურად შეუცვალეს კალაპოტი, არ უფრთხილდებიან ბუნებას, დააზიანეს ხეები და უდაბნოს დაამსგავსეს ტერიტორია. მე ჯერ არ ვიცი: ეს რომელი კომპანიაა, რა უფლებით შემოვიდა სოფელში და რატომ ახორციელებს აშკარა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას!! […]
მაჩხვარეთი კოლორიტს ემშვიდობება… გია ქურიძის იუმორისტული მოთხრობების გმირი – ბაქარა აღარ გვყავს
მაჩხვარეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ _ გარდაიცვალა სოფლის კოლორიტი, კეთილშობილი კაცი _ ბაქარ წილოსანი. მას სოციალურ ქსელში თანასოფლელები და ახლობლები ემშვიდობებიან. „ყველაზე მწარე სულის ტკივილია, როცა დაკარგავ ადამიანს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაატარე. გისამძიმრებთ, ბიჭებო, ვუსამძიმრებ კუთხეს, ოჯახს… მეც ძალიან მტკივა ჩემი ბაქარა… ჩემი ოჯახის დიდი გულშემატკივარი… უფალს ებარებოდე, ჩემო ძმაო, შეხვედრამდე“ _ […]
„ეს ერთი ტრაგიკული ისტორიაა ულამაზესი ქალის ცხოვრების… ქალის, რომელმაც დროს გაუსწრო და ვერ გაუგეს…” _ ლანჩხუთი ნანო იმნაძეს ემშვიდობება
„ჩემო ლანჩხუთელებო, მოდი, ეს გლამურული გოგო გავიხსენოთ… იანვრის ბოლო დღეს… ჩვენი ნანო იმნაძე – ნიჭიერი, ლამაზი , დახვეწილი… სითბოთი სავსე, კარგი პედაგოგი! ის ჩემი კარგი ნაცნობი იყო… მჯერა, მის მეგობრებს, ნათესავებს, მოსწავლეებს უფრო მეტი ექნებათ სათქმელი“ _ წერს პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „this is ლანჩხუთი“ ჟურნალ „მზერას“ რედაქტორი მაკა გიგინეიშვილი, რომელიც ასევე არის ჟურნალ „თბილისელების“ ჟურნალისტი. მისი […]
„შენც გადასულიყავი „ოცნებაში“ და ოცნებებსაც აიხდენდი ზოგიერთებივით“ – ბლაგიძეს თხოვენ, ბრალდება დაადასტუროს და „ტენდერჩიკები“ დაასახელოს
ლანჩხუთის საკრებულოს მაჟორიტარი ლესა-ჯურუყვეთიდან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჭიჭინაძე ასევე ეხმაურება ოპოზიციონერი კოლეგის ჯუმბერ ბლაგიძის ბრალდებებს, რომელიც მან ბრიფინგზე გააჟღერა (იხ. ბმული: https://shorturl.at/2Awp6) „როდესაც საჯაროდ წერთ, საკრებულოს წევრები ტენდერებში არიანო, ეს არის ბრალდება, რომელსაც დასაბუთება ჭირდება. მე, როგორც ერთი რიგითი დეპუტატი, აღშფოთებული და გაბრაზებული ვარ ამ გაცხადებით, ჯუმბერ. თუ წერ , დაწერე მაშინ დასაბუთებულად […]