„მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს 13 წლის მკვლელთან და მის ოჯახთან. 13 წლის მკვლელმა, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი შაკო შარაბიძე მოკლა, მანქანით დაეჯახა“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.
მისივე თქმით, შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელი და უთხრეს, რომ საქმე უნდა დაეხურათ, რადგან მკვლელი არის 13 წლის.
„დღეს შაკოს ოჯახმა უყურა ჩანაწერებს, სადაც ჩანს 13 წლის ნაგავმა, გაუზრდელმა მკვლელმა, თავის გართობას როგორი ბიჭის სიცოცხლე შესწირა. ანუ ხვალ შეიძლება ისევ იგივე გააკეთოს მკვლელმა და ისევ ვინმეს სიცოხლე წაართვას. შაკოს მკვლელის გვარ-სახელი და ფოტო მომაწოდა ოჯახმა და რადგან არასრულწლოვანი ყოფილა, კანონი მე დამსჯის, რომ გავავრცელო და მკვლელი, რომელმაც ახალგაზრდა მეგობარი მომიკლა, დაუსჯელი უნდა დარჩეს. მკვლელის ოჯახიდან არცერთს არ ეყო იმის გამბედაობა, გარდაცვლილის ოჯახთან გასულიყო კონტაქტზე. რა აზრი აქვს, რომელიმე თქვენგანის სიცოცხლეს? მკვლელებო!!!!!! თვითგვემას მიეცით თქვენი თავები, მკვლელმაც და მათი ოჯახის წევრებმაც. ქუჩაში არ გახვიდეთ!!!!!!! ვიბრძოლებთ, იქნებ რამე შევძლოთ. ყველას გთხოვთ დახმარებას, იქნებ დაგვეხმაროთ, არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომ ასე არ დაიხუროა საქმე, ასე არ შერჩეს მკვლელს ჩემი შაკოს სიცოცხლე“ _ წერს პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფის „This is ლანჩხუთი“ დამაარსებელი.
ცნობისთვის, 10 მაისს, თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს შეეჯახა. დაიღუპა კურიერი, რომელიც მოპედს მართავდა. გარდაიცვალა 31 წლის შაკო შარაბიძე. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა.




