„ჰეიდა, აგუნა! კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ, ხვავი და ბარაქა მომაქვს“ _ როგორ ხვდებოდნენ კალანდას გურიაში

„ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროში, ეწერში გვიმრა, ზღვაში ქვიშა, ღმერთმა იმდენი ქათამი მოგცათ“ გურულები მუდამ განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას _ ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლის. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, თურმე. თოვლის პაპაც ჰყავდათ […]
„უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა…“

„საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე“ ლანჩხუთელი ჟურნალისტი, “ლეიბორისტული” პარტიის პრესშეფი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც გურული მაინც უემოციოდ ვერ წაიკითხავს. მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის […]
„მამათისთვის დამახასიათებელი დილა გათენდა, ჭიშკრის ხმა გავიგეთ, მე და ბებიამ ფრთხილად გავწიეთ ფარდა და…“

„მეისპე, მურმანა, სად მაქვს ღვეზელი, ვერ დეეტიე ამ დილა სახლში?“ უშუქობაა, ბებიას თხოვნით მამათში ვარ საშობაოდ. გურული ღვეძლების ცხობა მე მომანდო, მომიმარაგა საჭირო იგრედიენტებით, ყველაფერი რაც შეიძლება, ბევრი და ბარაქიანი. მოგეხსენებათ, მეგრელების თავმომწონეობა (ბებიაჩემი მეგრელი გახლდათ, ძაძამიას ქალი). შევუდექით მზადებას, ბავშვები ტახტზე ჩამწკრივდნენ, ღვეზლების მოლოდინით კისერწაგრძელებულები, ორი ძმიშვილი და ერთი ჩემი გახლდათ. ლამფა როგორც შეეძლო, […]
“მეცეცხლურები გვიანამდე ისხდნენ, ჯერ ლაპარაკობდნენ, მერე ნელ-ნელა ბჟუტურშიც გადადიოდნენ…” _ სოფიო ჩხაიძე საშობაო გურულ ფაცი-ფუცზე

“წითელი ღვინით სავსე ოცბოთლიანები შეჭვარტლული კიდეებით იდგნენ… ახალგასახსნელ ბოცას თავი სიმინდის ნაგულათი ჰქონდა დაცული. იმ დღეს რომ უნდა გახსნილიყო, მანც იცოდა და ბერიკაცმაც…” ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ორგანიზატორი სოფიო ჩხაიძე ხშირად გვანებივრებს ისტორიებით, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავ. გთავაზობთ მის მორიგ ჩანახატს, რომელშიც აღწერილია გურული შობა – ახალი წლის კარგად ნაცნობი „ფაცი-ფუცი“: „ამ დროს ყოველთვის ციოდა, სულ […]