„ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზი…წროულს შენ იმედად ვარ, არ დამაღალატო, ნენა, უნდა მიფეხადო, დამიპურო ქათამი და საყოლი“ _ ფეხადობა გურიაში

გურიაში კალანდის, შობის და საახალწლო ამბვებს შორის ერთერთი მთავარი რიტუალი ფერხვა და ფეხადობაა. ფეხადად ბებია რომელიმე მეზობლის, ნათესავის, ახლობლის ჯანმრთელ, ფერხორციან, ენაწყლიან ბაღანას შეარჩევდა და შეუთანხმდებოდა წინდაწინ: „წროულს შენს იმედად ვარ, დედმამიანი ხარ, არ დამაღალატო, ნენა, შენ უნდა მიფეხადო, დამიპურო ქათამი და საყოლი“. ქსენია ბებია და შალიკო ბაბუა ყოველთვის მე მირჩევდნენ, ვერიჩქა ბებია და კარლო […]

„იმ ღამეს თოფი არავის უსვრია, ოთხასკომლიან სოფელში თავს არავინ მისცა უფლება, ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს…“ _ ზურა შევარდნაძე

გურული იუმორისტი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი. ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი დამხვდა, ყველა ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა. კალანდამდე ორი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი ახალგაზრდა ბიძა, ნიკო შევარდნაძე, მეხის გავარდნა იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის, […]

„დოღის მერე ძეწკვივით აეწყობოდა ქვეშაგების ფოტებიანი მანქანები, გულმოდგინედ ჩავრაზავდით ყავრით დახურული, ბარჯგებზე შემდგარი პატარა ხის სახლების დარაბებს და შინ ვბრუნდებოდით“

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე მორიგჯერ თავის ბავშვობაში გვამოგზაურებს _ ამჯერად, ბახმაროს დოღს და ფერიცვალებას იხსენებს: ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19-ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე […]

„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ გვიან ადგებოდა, ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით“ _ ზურა შევარდნაძე

გურული მებაღე, საქართველოში ყველაზე ცნობილი გარდენიას მფლობელი ზურა შევარდნაძე მორიგ ეპიზოდს იხსენებს გურიაში გატარებული ბავშვობიდან: „წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო. თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ. მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად […]

„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო, განედლდება“ _ ზურა შევარდნაძე

გურული მებაღე, საქართველოში ყველაზე ცნობილი გარდენიას მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, _ „ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო, განედლდება“. „ამიტომ თესლებს მანამდე დავახარისხებდით და მოვიმარაგებდით, დასარგავსაც ამ დღისთვის შევინახავდით. თავსხმა და დელგმაც რომ ყოფილიყო, უსათუოდ დავთესავით და დავრგავდით. “ჩულქებში” გამოკონილ თესლებს რომ ყრიდა ბებია […]

„ამ ღამეს ჭინკები სოფელ-სოფელ დადიან და თუ დეინახეს, რომე არ ანთია ცეხლი, მეივლიენ და…“ _ როგორ აღნიშნავდნენ ლამპრობას გურიაში

ყველაზე ცნობილი „გარდენიას“ დამაარსებელი ზურა შევარდნაძე გურულ ამბებს ხშირად იხსენებს. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ჩანახატს, რომელიც ლამპრობას ეძღვნება: „2 თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძლიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ჩვეულებრივად ლამპრობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ჯღას კანს გააცლიდა და ნავთით […]

„გულიანი“ _ სახელი, რომელიც აერთიანებს დავით კუპრაძის შემოქმედებას და გურიის სიყვარულს…

ხის ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის იდეა ეკუთვნის დავით კუპრაძეს, რომელმაც შთაგონება იპოვა გურულ სოფელ – „გულიანში“. როგორც დავით კუპრაძემ pr-mc.gr-სთან საუბარში განაცახადა ინსპირაციის წყარო გახდა მოულოდნელი გასვლა ბუნებაში, სადაც უმარავი გამოუსადეგარი ხის დანახვამ გაუჩინა სურვილი მისი დამუშავების და აქსესუარებად გარდაქმნის. „დავიბადე ულამაზეს მხარეში, ეს არის ჩემი გურია. სკოლა დავამთავრე ქალაქ ლანჩხუთში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო […]

„წევიდა გურული სათოხარში, გექტრობით მიწა აქვს და აგერ კრიმანჭულს ღიღინებს… იქაც იმიტომ მიდის, რომ სამხარზე ღვინო გადაჰკრას“

„მარტო გურულებმა ვიცით იმის გარკვევა ჩამოსვლისთანავე, სტუმარი თუ როდის მიდის. იმიტომ კი არა, რომ გვეჩქარება მისი წასვლა. უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენად დიდი გეგმა აქვს სტუმარს და თითქმის არ მახსენდება, რომელიმე სულიერს გურული განეცვიფრებინოს გეგმის მასშტაბურობით“ გურული ექიმი შოთა თედორაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ჩანახატებს, რომელიც საინტერესოდ იკითხება და ძირითადად, თავისი სამედიცინო საქმიანობა აქვს „ფარცაკად მოკვარახჭინებული“. ამჯერად […]

„მამათში ხმა დაირხა, ფილიპე კილაძის ქეთინო ყველაზე მეტ ჩაის ჰკრეფსო“ – რას წერდა 1962 წელს „საქართველოს ქალი“ ლანჩხუთელ მეჩაიეებზე?

„კარგი ჯიშის ჩაის პლანტაციები აქვს გაშენებული ლანჩხუთის ქალაქის კოლმეურნეობას. ჩაის პირველივე ბუჩქთან თავდახრილი ჩალისქუდიანი ქალი დგას და ხელების სწრაფი მოძრაობით თვალის დახამხამებაში ივსებს მუჭებს ნორჩი ფოთლებით, მერე მოგრძო კალათაში ჰყრის ფოთლებს და ისევ ბუჩქს ეპოტინებიან თითები“ ბრიგადირი მის ძებნას თითქმის ერთი საათი მოვანდომე. ყველა შემხვედრისგან ერთ პასუხს მიიღებდი _ ახლა აქ იყოო თინა. მაგრამ ადვილი […]

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში“ _ დიდნენეის მოგონებები, ანუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს აჭარაში

„ნაძვის ხეს არ ვდგამდით, ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი“ გურულ კალანდაზე რამდენიმე სტატია შემოგთავაზეთ. თუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს ჩვენს მეზობელ აჭარაში, ამის შესახებ ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე საუცხოოდ წერს: […]