„ამ ღამეს ჭინკები სოფელ-სოფელ დადიან და თუ დეინახეს, რომე არ ანთია ცეხლი, მეივლიენ და…“ _ როგორ აღნიშნავდნენ ლამპრობას გურიაში

ყველაზე ცნობილი „გარდენიას“ დამაარსებელი ზურა შევარდნაძე გურულ ამბებს ხშირად იხსენებს. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ჩანახატს, რომელიც ლამპრობას ეძღვნება: „2 თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძლიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ჩვეულებრივად ლამპრობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ჯღას კანს გააცლიდა და ნავთით […]

„გულიანი“ _ სახელი, რომელიც აერთიანებს დავით კუპრაძის შემოქმედებას და გურიის სიყვარულს…

ხის ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის იდეა ეკუთვნის დავით კუპრაძეს, რომელმაც შთაგონება იპოვა გურულ სოფელ – „გულიანში“. როგორც დავით კუპრაძემ pr-mc.gr-სთან საუბარში განაცახადა ინსპირაციის წყარო გახდა მოულოდნელი გასვლა ბუნებაში, სადაც უმარავი გამოუსადეგარი ხის დანახვამ გაუჩინა სურვილი მისი დამუშავების და აქსესუარებად გარდაქმნის. „დავიბადე ულამაზეს მხარეში, ეს არის ჩემი გურია. სკოლა დავამთავრე ქალაქ ლანჩხუთში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო […]

„წევიდა გურული სათოხარში, გექტრობით მიწა აქვს და აგერ კრიმანჭულს ღიღინებს… იქაც იმიტომ მიდის, რომ სამხარზე ღვინო გადაჰკრას“

„მარტო გურულებმა ვიცით იმის გარკვევა ჩამოსვლისთანავე, სტუმარი თუ როდის მიდის. იმიტომ კი არა, რომ გვეჩქარება მისი წასვლა. უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენად დიდი გეგმა აქვს სტუმარს და თითქმის არ მახსენდება, რომელიმე სულიერს გურული განეცვიფრებინოს გეგმის მასშტაბურობით“ გურული ექიმი შოთა თედორაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ჩანახატებს, რომელიც საინტერესოდ იკითხება და ძირითადად, თავისი სამედიცინო საქმიანობა აქვს „ფარცაკად მოკვარახჭინებული“. ამჯერად […]

„მამათში ხმა დაირხა, ფილიპე კილაძის ქეთინო ყველაზე მეტ ჩაის ჰკრეფსო“ – რას წერდა 1962 წელს „საქართველოს ქალი“ ლანჩხუთელ მეჩაიეებზე?

„კარგი ჯიშის ჩაის პლანტაციები აქვს გაშენებული ლანჩხუთის ქალაქის კოლმეურნეობას. ჩაის პირველივე ბუჩქთან თავდახრილი ჩალისქუდიანი ქალი დგას და ხელების სწრაფი მოძრაობით თვალის დახამხამებაში ივსებს მუჭებს ნორჩი ფოთლებით, მერე მოგრძო კალათაში ჰყრის ფოთლებს და ისევ ბუჩქს ეპოტინებიან თითები“ ბრიგადირი მის ძებნას თითქმის ერთი საათი მოვანდომე. ყველა შემხვედრისგან ერთ პასუხს მიიღებდი _ ახლა აქ იყოო თინა. მაგრამ ადვილი […]

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში“ _ დიდნენეის მოგონებები, ანუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს აჭარაში

„ნაძვის ხეს არ ვდგამდით, ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი“ გურულ კალანდაზე რამდენიმე სტატია შემოგთავაზეთ. თუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს ჩვენს მეზობელ აჭარაში, ამის შესახებ ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე საუცხოოდ წერს: […]

„ჰეიდა, აგუნა! კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ, ხვავი და ბარაქა მომაქვს“ _ როგორ ხვდებოდნენ კალანდას გურიაში

„ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროში, ეწერში გვიმრა, ზღვაში ქვიშა, ღმერთმა იმდენი ქათამი მოგცათ“ გურულები მუდამ განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას _ ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლის. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, თურმე. თოვლის პაპაც ჰყავდათ […]

„უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა…“

„საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე“ ლანჩხუთელი ჟურნალისტი, “ლეიბორისტული” პარტიის პრესშეფი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც გურული მაინც უემოციოდ ვერ წაიკითხავს. მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის […]

„მამათისთვის დამახასიათებელი დილა გათენდა, ჭიშკრის ხმა გავიგეთ, მე და ბებიამ ფრთხილად გავწიეთ ფარდა და…“

„მეისპე, მურმანა, სად მაქვს ღვეზელი, ვერ დეეტიე ამ დილა სახლში?“ უშუქობაა, ბებიას თხოვნით მამათში ვარ საშობაოდ.  გურული ღვეძლების ცხობა მე მომანდო, მომიმარაგა საჭირო იგრედიენტებით, ყველაფერი რაც შეიძლება, ბევრი და ბარაქიანი. მოგეხსენებათ, მეგრელების თავმომწონეობა (ბებიაჩემი მეგრელი გახლდათ, ძაძამიას ქალი). შევუდექით მზადებას, ბავშვები ტახტზე ჩამწკრივდნენ, ღვეზლების მოლოდინით კისერწაგრძელებულები, ორი ძმიშვილი და ერთი ჩემი გახლდათ. ლამფა როგორც შეეძლო, […]

“მეცეცხლურები გვიანამდე ისხდნენ, ჯერ ლაპარაკობდნენ, მერე ნელ-ნელა ბჟუტურშიც გადადიოდნენ…” _ სოფიო ჩხაიძე საშობაო გურულ ფაცი-ფუცზე

“წითელი ღვინით სავსე ოცბოთლიანები შეჭვარტლული კიდეებით იდგნენ… ახალგასახსნელ ბოცას თავი სიმინდის ნაგულათი ჰქონდა დაცული. იმ დღეს რომ უნდა გახსნილიყო, მანც იცოდა და ბერიკაცმაც…” ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ორგანიზატორი სოფიო ჩხაიძე ხშირად გვანებივრებს ისტორიებით, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავ. გთავაზობთ მის მორიგ ჩანახატს, რომელშიც აღწერილია გურული შობა – ახალი წლის კარგად ნაცნობი „ფაცი-ფუცი“: „ამ დროს ყოველთვის ციოდა, სულ […]