მის ფანტაზიას, გემოვნებასა და ხელმარჯვე ბუნებას საზღვარი არ ჰქონდა… კაცი, რომელმაც საკუთარ ეზოში წალკოტი შექმნა _ ლანჩხუთი „ემენიჩს“ ემშვიდობება

ყველა „ემენიჩის“ მეტსახელით იცნობდა… ოთარ აფხაზავა გამორჩეული ნიგვზიანელი იყო _ კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში, ფუსფუსში, ძიებასა და ახლის შექმნაში გაატარა. ტრადიციების მოყვარული, თუმცა მუდამ სიახლეების მაძიებელი, წარსულის პატივისმცემელი და თანამედროვეობის ფეხის ამწყობი. ბუნებისა და სილამაზის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. საკუთარი ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია _ საოცარ სამყაროდ, სადაც მის ფანტაზიას, გემოვნებასა და ხელმარჯვე ბუნებას საზღვარი […]
გაიცანით „ალაგე“, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარულია _ ლანჩხუთელი ფერმერის ცხოვრებით AMBEBI.GE დაინტერესდა

დიდი ხანი არ არის, რაც ფერმერი გახდა. ტრადიციულ სოფლის მეურნეობას – თხილის, ხილის, მარცვლეულისა და სხვა კულტურების მოყვანას – თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს უთავსებს და თავის ყოველდღიურ შრომას ათასობით გამომწერს უზიარებს. სწორედ ამიტომ ლანჩხუთელ ფერმერს, კორნელი ჭყონიას საზოგადოება სოციალური ქსელებიდან უკვე კარგად იცნობს. პოპულარულმა ქართულმა ვებ-პორტალმა ambebi.ge მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ: […]
„ბევრი ვიარე სოფლებში, ბევრი ქართული, დაკარგული ან მივიწყებული ჯიშის თესლი შევაგროვე… ჩემს ბაღში 21-ე სეზონს ვიწყებთ!“ – ზურა შევარდნაძე

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს: ხვალ 1 სექტემბერია, შემოდგომა იწყება. ამ ზაფხულს ბევრი ვიარე სოფლებში, ცოტა საქმიანად და ცოტა სიხარულის მისაღებად… ბევრი ნამდვილი ადამიანი გავიცანი. ბევრი ქართული, დაკარგული ან მივიწყებული ჯიშის თესლი შევაგროვე. მოვინიშნე სახელები და გვარები, სოფლები, ადგილები. ბევრი ამბავი და ისტორია ჩავიწერე, ზოგი ძალიან სევდიანი, ზოგი სიხარულით და იმედით სავსე. ამაში […]
გიორგი კეკელიძე, მსოფლიო ჩემპიონატი, გაფუჭებული ტელევიზორი და მამა, რომელიც თავდახრილი მუშაობს და არაფერს გეკითხება

გურული მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთლამაზ მოგონებას აქვეყნებს, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ემოციურს და გულში ჩამწვდომს: ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი. ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ […]
„გაზაფხულზე დავბარავ ბახჩას, გევიღებ კვლებს, დავთესავ, გადავრგავ, დავასკოლებ, ოთხი წლის მერე დავრგავ და დაველოდები, ღობე ღობეს როდის დეემსგავსება…“

გურული მებაღის, ზურა შევარდნაძის მორიგი ემოციური ისტორია: უკვე ბაღის კეთება დაწყებული მქონდა, ვეღარ ვიცლიდი, გურიაში ჩასვლას სულ უფრო იშვითად და იშვიათად ვახერხებდი. ბაბუა ოთხმოცს კარგად გადაცილებული იყო, თვალს ჯერ დააკლდა და ბოლოს სულ ვეღარ ხედავდა. ნოემბერში ბოლო მზიანი დღეები რომ იცის, ასეთი დილა იდგა. ეზოში რომ შევედი, ბაბუა თავრეჯულა მსხლის ძირას დამხვდა ჯერკოზე, დაბამბული მოეხურათ […]
„გული მისკდება, მიტოვებულ რომ სახლებს ვხედავ… სოფლის მეურნეობა საუკეთესო გზაა, არავინ გეუფროსებოდეს“ _ ლანჩხუთელი ფერმერის გულახდილი ინტერვიუ

„ალაგესა“ და მელაკუდუნას ვიდეოები სოციალურ ქსელში სულ უფრო მეტ მოწონებას იწვევს. მისი ავტორი კორნელი ჭყონია ქალაქის სიახლოვეს ფერმას ფლობს. ახალგაზრდა ფერმერით „კვირის პალიტრა“ დაინტერესდა. „ამ ფერმაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ქალაქს ეკუთვნის, ტყის პირას, ლანჩხუთიდან ოთხიოდე კილომეტრზეა. ეს შესაძლებელს ხდის ტურისტი უფრო ადვილად მოვიდეს”, – უთხრა გამოცემას კორნელი ჭყონიმა, რომელმაც საჯარო სამსახურზე უარი თქვა, ფერმა […]
„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა“ _ გიორგი კეკელიძის ფიქრები ბავშვობიდან, „სხვანაირია სასაფლაოდ სოფელში ყოფნაც“ და კოწია უსტის „აღდომას გილოცავ!“
გურული მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ისტორიებს ბავშვობიდან თუ დღევანდელობაზე. ყველა ემოციური და სულში ჩამწვდომია. ჩვენ ოთხი შევარჩიეთ _ მამაზე, სოფელზე, აღდგომაზე… *** თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა სოფელ ზემო სურებში, ჩემი პატარა სახლის ხის აივნიდან. გაზაფხულის არეულ დღეებს, ყველაზე მეტად ეს ოდნავი, ნოტიო სიცივე და ბაბუაჩემის ჯემპრი უხდება, ბებია რომ მომაცმევს […]
„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით, ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო“ _ ზურა შევარდნაძის გურული ამბავი

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე წითელ პარასკევთან დაკავშირებულ ბავშვობის ამბებს ისხსენებს: „წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო. თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ. მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით. მარხვას არასდროს ინახავდა, ყველს […]
„გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა… პირველად უკაცო და ქვრივების სახლებს მიხედავდენ, სირცხვილად ითვლებოდა მთელი სოფლისთვის დაუთოლავობით სახლის დანგრევა და ამიტომ“

გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის არ აგვცდებაო, იტყოდა ბაბუა. ისე […]
„გურიაში მიაჩნდათ, რომ ასე შემკობილი ჩიჩილაკი ნაყოფიერებას უბედებდა ოჯახს“ _ ტრადიციები „ტაბერნე აცანიდან“, სადაც მეშვიდე თაობამ მოანთო 200-წლოვან სამზადისში კერიაზე ცეცხლი

კალანდა, 14 იანვარი გურიასა და სამეგრელოში ახალი წლის დღესაწაულია, რომელიც მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან და ნიშნავს თვის პირველ დღეს, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში _ ახალი წლის წინა დღეს. ჩვენთან, გურიაში მეტ-ნაკლები ინტერპრეტაციით დღემდეა შემონახული კალანდასთან დაკავშირებული რიტუალი და წეს-ჩვეულებები. ფაქტი კი ერთია _ რაც დრო გადის, გურული კალანდის რიტუალის მიმართ ინტერესი იზრდება, განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან, როგორც […]