„მოსკოვში ხართ ნამყოფი? იცით, [იქ] როგორი გზაა? თუმცა აქ თქვენ პუტინსაც კი გადაუსწარით… 100% რატომ ვერ?“ _ ირმა მგელაძეს ლანჩხუთის მერის „პატიოსნება და წარმოსადეგობა“ არ ჰყოფნის: „ლეონიდ ილიჩ, ნეტავ სად ხედავთ წინსვლას?“

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე ეხმაურება „გურია თუდეის“ ფეიქბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდს _ ალექსანდრე სარიშვილი მხარდამჭერებს და გუნდს მადლობას უხდის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის [წაიკითხეთ: „ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს მესამედ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ გამარჯვება არ არის…“] „ძვირფასო ლეონიდ ილიჩ, ნეტავ სად ხედავთ წინსვლას და კეთილდღეობას? სხვა რეალობაში ხართ აშკარად, რომელიმე სფერო არსებობს […]
გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით კახი კალაძის მიერ თბილისში ნაჩვენებ პროცენტულ მაჩვენებელს 2-ჯერ აჯობა

მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მაღალი შედეგები აჩვენეს, მაგრამ თუ ამ მაჩვენებლებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან შევადარებთ, მაშინ განსხვავებულ სურათს ვიღებთ. ანუ რაც უფრო დაბალია აქტივობა, უფრო მეტად იკლებს მიღებული შედეგი. გურული მერების კარგი შედეგი რეგიონში აქტივობის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. მაგალითად, თბილისის მერმა, კახი კალაძემ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტი მიიღო, რაც ძალიან მაღალი […]
„მოაშორეთ ბავშვებს, ამათ რა უნდა ასწავლონ, გარდა მავნებლობისა?“ – ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს თხოვენ, რომ ლადო აფხაზავა სკოლიდან გააგდოს…

„ბიჯოოოოოოოოო! მერე დაიწყებთ ხოლმე, როგორაო? საიდანო? რანაირადო? რათაო?აი, იმათა, კაცო, იმათა! მოაშორეთ ,,ბალასტი” სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მო-ა-შო-რეთ!“ _ წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი და გურული სამოქალაქო აქტივისტების, პედაგოგების _ ლადო აფხაზავასა და ირმა გორდელაძის სკოლებიდან გაშვებას ითხოვს. „მერე გიკვირთ, საიდან იბადებიან ასეთი გამოშტერებული ყმაწვილებიო? ამათ რომ დამრიგებლებად და პედაგოგებად მიუჩენთ, იქ ნორმალური ვინ უნდა გაიზარდოს? […]
„ვისაც ჩვენი წარმატება არ გაგიხარდათ, 200 ლარიანი კუპიურებით მოიწმინდეთ ცრემლები, თუ უკვე არ დაგიხარჯავთ“ – „გირჩის“ ლანჩხუთელი ლიდერი

ლანჩხუთში „გირჩის“ ლიდერი თორნიკე მითაიშვილი მადლობას უხდის ამომრჩეველს, ვინც მათ დაუჭირა მხარი. „ყველაფრის ფონზე 648 ხმა მივიღეთ ლანჩხუთის მასშტაბით, რაც 5.087% -ია. მინდა აღვნიშნო სუფსის და მამათის განსაკუთრებული როლი ჩვენს წარმატებაში და მადლობა გადავუხადო ლანჩხუთის მოსახლეობას ნდობისთვის. წარმოუდგენლად მამაცი და მორალურად მართალი ხალხი ხართ. სწორედ ასეთი ადამიანების არსებობის გამო ვისურვე ამ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება, იმედი […]
„ვინც თითქოს ვერ მიცანით და გამბედაობა არ გეყოთ, შორიდან მაინც გეთქვათ გამარჯობა და ვისაც გეგონათ, რომ 600-ლარიანი სამსახურისთვის მივიღე ეს გადაწყვეტილება…“ _ რას წერს ლანჩხუთის მერობის კანდიდატი შვილი

„მადლობა იმ 1330 ადამიანს, რომლებიც ვერ დაგაშინეს, ვერც მოგისყიდეს, ნდობა გამომიცხადეთ მერის არჩევნებში, გჯეროდეთ არასოდეს მიგატოვებთ!“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ დავით ჩხაიძე. იგი ასევე აზიარებს თავისი შვილის, აცანაში მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯუნა ჩხაიძის (პარტია „გახარია საქართველოსთვის“) მადლობის წერილს, რომელიც კრიტიკასაც არ იშურებს იმ თანასოფლელთა მიმართ, ვისაც მისთვის „გამარჯობის თქმაც გაუჭირდა“, […]
„ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს მესამედ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ გამარჯვება არ არის…“ _ ვის უხდის მადლობას ალექსანდრე სარიშვილი

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მადლობას უხდის მოსახლეობასა და თავის გუნდს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის: „ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს მესამედ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ გამარჯვება არ არის _ ეს არის ჩვენ შორის არსებული ნდობის, ერთიანობისა და სიყვარულის დადასტურება. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და თითოეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. თქვენი ნდობა და მხარდაჭერა […]
„გურია თუდეი“ ცესკოს წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს

ლანჩხუთში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით მოიგო. ცესკოს წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი საკრებულოს 32 წევრიდან 29 მმართველი პარტიის წარმომადგენელი იქნება, აქედან 17 მაჟორიტარია და 12 პროპორციული სიით. ოპოზიცია კი _ მხოლოდ 3 წევრს შეიყვანს და აქედან ერთიც არ იქნება მაჟორიტარი. ლანჩხუთის საკრებულოს წევრები გახდებიან: რევაზ კვერენჩხილაძე, ვერიკო კვირკველია, კარლო წილოსანი, გიორგი ხელაძე, თენგიზ […]
ლანჩხუთის ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა… ექს-გამგებელი საკრებულოში ვერ მოხვდა, კიდევ ერთი ყოფილი გამგებლის ძმას კი – ცოტა დააკლდა

ლანჩხუთის 17-ივე მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პროპორციული არჩევნების მონაცემები [წაიკითხეთ: ლანჩხუთის 25 ელექტრონული უბნის მონაცემებით, საკრებულოში შედიან „ქართული ოცნების“ 12, ხოლო „ძლიერი საქართველო-ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩის“ თითო წარმომადგენელი] არ შეიცვალა, ადგილობრივ საკრებულოში 32-დან 29 წევრი მმართველი პარტიიდან იქნება. სამ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტი არ ჰყავდა, […]
ლანჩხუთის 25 ელექტრონული უბნის მონაცემებით, საკრებულოში შედიან „ქართული ოცნების“ 12, ხოლო „ძლიერი საქართველო-ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩის“ თითო წარმომადგენელი

ლანჩხუთის 31 საარჩევნო უბნიდან უკვე ცნობილია იმ 25-ის მონაცემები, სადაც არჩევნები ელექტრონული სიტემით ჩატარდა. ლიდერობს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 8319 ხმა მიიღო (79,75%), მეორე ადგილზეა „ძლიერი საქართველო-ლელო“ _ 728 ხმა (6,98%), შემდეგ თითქმის თანაბარი მონაცემებით მოდიან „გახარია საქართველოსთვის“ (587 ხმა, 5,62%) და „გირჩი“ (548 ხმა, 5,25%). სულ ლანჩხუთში 5 პარტია იღებდა ადგილობრივ არჩევნებში […]
ლანჩხუთის მერი, ზედიზედ მესამედ, ალექსანდრე სარიშვილი გახდა – 25 საარჩევნო უბნის მონაცემებით, მას 88,56%-მა დაუჭირა მხარი

ლანჩხუთის მუნიციალიტეტის მერი ისევ ალექსანდრე სარიშვილი იქნება. ასეთია ცესკოს წინასწარი მონაცემები. საარჩევნო კომისიამ უკვე ატვირთა 31-დან იმ 25 უბნის შედეგები, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. სწორედ ამ საარჩევნო უბნების მონაცემების მიხედვით, მოქმედმა მერმა 8784 ხმა მიიღო, რაც 88,56%-ია, ხოლო მის ერთადერთ კონკურენტ დავით ჩხაიძეს („გახარია საქართველოსთვის“) 1135-მა (11,46%) თანაქალაქელმა დაუჭირა მხარი. დანარჩენ 6 უბანზე არჩევნები ძველი […]