ლანჩხუთის პირველი და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სასკოლო იდეების კონკურსში 1000-1000 ევროს გრანტი მოიპოვეს

გურიის სკოლებს შორის ჩატარებულ სასკოლო იდეების კონკურსში ლანჩხუთის ორმა საჯარო სკოლამ მიაღწია წარმატებას და დაფინანსება მოიპოვა. პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების _ დავით ჭყონიას, მარიანა გოროზიასა და სალომე ფირცხალაიშვილის სასკოლო იდეამ 1000 ევროს გრანტი დაიმსახურა. „დიდი მადლობა პროექტის წარმდგენ მოსწავლეთა გუნდს და ქალბატონ თამარ ჩიჩუას, თანამშრომლობისა და უდიდესი თანადგომისთვის“ _ ვკითხულობთ პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე. ანალოგიურ […]

„შემდეგ იქნება ბათუმი, თბილისი… ასევე, მოვივლით ყველა სოფელსა და დასახლებას გურიაში“ _ „გურიის მოამბეს“ გამომცემელი აქციებს მართავს

„გურიის მოამბეს“ გამომცემელი და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენამდე ორი დღეა, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღალობლის მხარდასაჭერად აქციებს მართავს. „შემდეგ იქნება ბათუმი, თბილისი… ასევე, მოვივლით ყველა სოფელსა და დასახლებას გურიაში. ვისაც არ შეგიძლიათ თბილისში ან სხვაგან წასვლა, გამოდით საკუთარი სახლების წინ, დღეში თუნდაც 5 წუთი, ტრანსპარანტებით _ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“. გაიგონ, რომ ყველგან […]

ლანჩხუთიდან თბილისამდე 5.5, ხოლო ოზურგეთამდე _ თითქმის 2 საათი… 11 თებერვლიდან გურიის მიმართულებით სწრაფი მატარებელი იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. „სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00 სთ.ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 16:18 სთ.-ზე; ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 სთ.-ზე, თბილისში ჩასვლა – 16:00 სთ.-ზე. ბილეთის ღირებულება – 11-15 […]

რა გახდა ლანჩხუთში ერთი თავშესაფრის გაკეთება… „სკოლაში მიმავალი ბავშვი დამიგლიჯა მაწანწალა ძაღლმა“

ლანჩხუთში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე. მართალია, მოსახლეობა ცდილობს მათ დაპურებას და წინა წლებთან შედარებით, აგრესიამ იკლო, მაგრამ პრობლემა მოგვარებული არ არის. განსაკუთრებით, სახიფათოა, ქალაქის ქუჩებში ღამით გავლა. „ათი ძაღლი რომ შემოგეხვევა გარშემო, რომელ ერთს უნდა აჭამო? ბავშვი, სკოლაში მიმავალი დამიგლიჯა მაწაწალა ძაღლმა. დამალა და სკოლიდან რომ დაბრუნდა, მერე თქვა. დედამისმა 5 […]

ლანჩხუთის სამ სოფელში _ გვიმბალაურში, აცანასა და ნინოშვილში 407 775 ლარად ხელოვნურსაფარიანი მოედნები მოეწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აცანის, გვიმბალაურისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფრიანი მოედნები მოეწყო. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 407 775 ლარი დაიხარჯა. ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი სოფელ აცანაში სტადიონები ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძემ, საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზაალ სანაძემ და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

აშენე და არემონტე ჩვენთან ერთად – ლანჩხუთში არსებული სამშენებლო კომპანია გურიისა და ახლა უკვე აჭარის რეგიონსაც მოემსახურება!

ლანჩხუთში გახსნილი სამშენებლო და სარემონტო კომპანია გურიისა და ახლა უკვე აჭარის მოსახლეობას, ბიზნესს და სახელმწიფო ორგანიზაციებს სთავაზობს სამუშაოების შესრულებას უმაღლესი ხარისხით. კომპანია სამუშაოებს ასრულებს როგორც თავისი, ასევე მომხმარებლის მასალით. სამუშაოების ვადებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ფორმდება ხელშეკრულება. რემონტის საწყისი ეტაპი, მიმდინარეობა და დასრულებული სამუშაო კომპანია ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: 1. პროექტირება; 2. მშენებლობა; 3.მონოლითური ფილების, რიგელების, […]

სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა, რომელიც 500 ათასი ლარით დაფინანსდა, საზეიმოდ გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა გაიხსნა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარით დაფინანსდა. ახალ შენობაში გადასვლა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მერის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ და სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ია მოქიამ მიულოცეს. „წითელი ლენტი“ სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ნანი მარგალიტაძემ გაჭრა სამუსიკო […]

„ყველას გამოუცდია 90-იანი წლების გაჭირვება… მაშინ ეს ქალბატონი ამუშავებდა ფურნეს და იცით, რატომ დარჩა ჩემს მეხსიერებაში?“

ლანჩხუთი კიდევ ერთ საოცარ ადამიანს ემშვიდობება _ მაია გოგუაძის გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა, ვინც კი მას იცნობდა. „ამ ძალიან კარგ ქალბატონს მალე გააცილებს ჩემი უბანი უკანასკნელ გზაზე. იცით, ის ვინ იყო? ახლა აგიხსნით… ყველას გამოუცდია 90-ანი წლების მძიმე გაჭირვება და ამ წლების ცუდი მემკვიდრეობა… ამ პერიოდში ეს ქალბატონი ამუშავებდა ფურნეს, სადაც რეგულარულად პურს აცხობდნენ სახლში. […]

„სიკვდილიც მე მეწევა შენამდე, მე ასე მინდა. ხვალ კიდე, გულო, უპირველესად, დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული“ _ რას წერდა არჩილ კვაჭაძე

ლანჩხუთელთა დიდი ტკივილის, არჩილ კვაჭაძის 6 წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს ჯგუფში „ღადარი“ ოჯახის ახლობელი ია ხალვაში და ასეთ მინაწერს უკეთებს: „ჰოდა, სიკვდილი შენ გეწვია პირველი, მაგრამ მაინც ვერ დაგვაშორა შენთან, ჩვენს გულებში ხარ ისევ და ისევ“. 2019 წლის 23 მაისს, სუფსაში ტრაგედია დატრიალდა _ ავტოავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ლანჩხუთელი გახლდათ _ 27 […]

“მეორე დღეს, მერაბა ბრძოლაში დაეცა… ჩემ ძმასთან მივიდა, ახლა უკვე ჩემი შვილიც იქაა” – ლანჩხუთელ გმირს 60 წელი შეუსრულდებოდა

“მერაბ კუპრეიშვილი, მხედრიონი, ლანჩხუთი, გურია … დაეცა ბრძოლაში, მაიმუნსაშენთან, ტამიში… დღეს 60 გახდა მერაბა” – წერს სოციალურ ქსელში არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. იგი მერაბ კუპრეიშვილთან, ძმასთან – ჯამბულათთან და მამასთან – ვალერისთან ერთად აფხაზეთში იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის. მერაბი და ჯამბულათი სამშობლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. ორი წლის წინ კი უმცროსი ჯამბულათი (არჩილის […]