„იმ ოჯახის წევრები აფრიალებენ „გურია თუდეის“ გვერდზე დაწერილ სტატუსს, გუშინ წამალი და სხვა საჭიროებები რომ მივაწოდეთ“ _ იზა მათითაიშვილი

ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი სოფელ აცანაში იზა მათითაიშვილი წერს, რომ ის ადამიანები „აფრიალებენ „გურია თუდეის“ გვერდზე დაწერილ სტატუსს, რომლებსაც წინადღეს წამალი და სხვა საჭიროებები მიაწოდეს: „მართლა არაა ის მომენტი, კომენტარებზე პასუხები ვწეროთ, მაგრამ ამ უმადურობასაც გვერდს ვერ ავუვლი. იმ ოჯახის წევრები აფრიალებენ „გურია თუდეის“ გვერდზე დაწერილ სტატუსს, გუშინ წამალი და სხვა საჭიროებები რომ მივაწოდეთ. ემზარი [თევდორაძე, […]
„სობელი და გზაში ათას ხიფათს გამოვლილი კაცი რომ ჩამოვა ცენტრამდე, მაღაზიას და აფთიაქს მაინც მიადგეს ადამიანურად…“ _ კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში ქალაქში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „საავადმყოფოსთან, აფთიაქთან და მარკეტებთან მისასვლელი გზები ლანჩხუთის ცენტრში. ეს მდგომარეობაა სამი დღეა. მესმის, რომ ვერცერთი ტექნიკური და ადამიანური რესურსი ვერ გაწვდება იმას,რაც ახლა გურიაში ხდება,მაგრამ როცა ცენტრი ასეთ დღეშია, ამ ცენტრიდან 20, 25 და 30 კმ მოშორებულ სოფლებში რა […]
„ვინც ამის [თქმის] გამო „ნაციონალი“ დამიძახოთ, თქვენ მოგ…თ ყველას პატრონი“ _ ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი კოკათში არსებულ მდგომარეობაზე

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი, „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მარშანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდესო ავრცელებს სოფელ კოკათიდან (ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://shorturl.at/02Zjx „მოგესალმებით სოფელ კოკათიდან, 2 მეტრზე მეტია თოვლის საფარი. გზა ჩვენ არ გვაქვს, შუქი ჩვენ არ გვაქვს, სახლები დასათოლია. ვინც ადგილზეა, კი თოლავენ, ვინც არაა, მეზობელთან რომ გადახვიდე, დაეხმარო, გზაზე ვერ გეივლი, იმხელა […]
„ნუ აწვდით ხალხს გადაუმოწმებელ ინფორმაციას“ – გურიის დელეგატის ბიუროს უფროსის უსაფუძვლო ბრალდებები ადგილობრივ მედიას

გურიის დელეგატის „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს უფროსი მაია ლომთაძე ადგილობრივ მედიას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. „გურია თუდეი, ჰო და არა, ძალიან გთხოვთ, ნუ აწვდით ხალხს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ისედაც ურთულესი მდგომარეობაა. ვიღაცამ რაღაცა თქვა, გადაუმოწმებლად ამის დაწერა მინიმუმ უხერხულია ამ სიტუაციაში. მშვიდობას და ურთიერთპატივისცემას გისურვებთ“ _ წერს სოციალურ ქსელში ლომთაძე. „გურია თუდეი“ […]
„I სართული თოვლმა დაფარა, გამოდგება აქ ზოგი და ჭკუას გვარიგებს, ლაფათქი დაიკავე და ეზო გათოლეო“ – რა მდგომარეობაა ჩოჩხათისა და ნიგვზიანის თემებში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დოდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჩოჩხათის თემში. „სად არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი? ხალხს ახლა სჭირდება დახმარება. ჩოჩხათის სოფლები დიდმა თოვლმა დაფარა. უშუქობა, უპურობა აწუხებს ხალხს. ხომ შეიძლება გასუფთავდეს გზები, მოწესრიგდეს შუქის პრობლემა. რატომ არ მოიკითხავენ ზვავსაშიშ ადგილებს, თუ საქმე რომ გაფუჭდება, ფულადი დახმარებით შემოიფარგლებიან. მიხედეთ ხალხს, თქვენ მთავრობამ მათი ბედი განდოთ“ _ […]
„ლესაში გააჩერე მანქანა და სოფელში ფეხით წადიო – 10 კმ. 2-მეტრა გაუკვალავ თოვლში… საჭმელი გვითავდება, გზა არ გვაქვსო და 112-მა სასწრაფო გამოგიგზავნოთო?“

ლანჩხუთელი მეწარმე, „გულიანის“ დამაარსებელი დავით კუპრაძე ამბობს, რომ თავის სოფელ გულიანში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. „ერთი ტრაქტორი გვყავსო და რა ვქნათო, ასეთი პასუხი გაუციათ. სოფელში ვერ ჩავდივარ, შენობები რო გადავარჩინო და სახლი არ ჩამილეწოს, გზა არ არის, 3 დღეა პარალიზებულია სოფლები. მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ, პრობლემები შეექმნა ხალხს“ _ წერს კუპრაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მისი […]
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“ _ ლანჩხუთის მერია განცხადებას ავრცელებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია დიდთოვლობასთან დაკავშირებით განცხადებას გავრცელებას ავრცელებს. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ინტენსიური თოვის გამო, პრობლემები შეექმნა. მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება ტექნიკის დროული გადაადგილება. დღის ბოლომდე ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გაიწმინდება. ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“ _ აღნიშნულია განცხადებაში. ლანჩხუთის მერიაში […]
ლანჩხუთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი გადაიდო

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით გაჩერებულია, ხოლო საბავშვო ბაღები სამი დღე დაისვენებენ. შესაბამისად, სკოლები მუშაობას ოთხშაბათიდან, ხოლო ბაღები _ ხუთშაბათიდან განაახლებენ. ლანჩხუთში რამდენიმე დღეა, თოვს, რამაც ქალაქსა და სოფლებში პრობლემები შექმნა. მართლია, არსებული ტექნიკა გზების გაწმენდაზე აქტიურად მუშაობს, მაგრამ ჯერ კიდევ მრავლად რჩება ქუჩები, მათ შორის სოფლების დამაკავშირებელი, რომლის […]
„ჩემი მშობლები არიან სახლში, რომელიც ჩანგრევის პირასაა, ვითხოვე დახმარება, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა“… ეწერი-ჯურუყვეთის გზაზე 1 მეტრი სიმაღლის თოვლია!

ლანჩხუთის სოფლებში გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ტექნიკა, ამიტომაც გზების ნაწილი ჯერაც თოვლითაა დაფარული და მოძრაობა პარალიზებულია. ეწერი-ჯურუყვეთის გზის ფოტოს აქვეყნებს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და თემის ყოფილი მაჟორიტარი ამირან გიგინეიშვილი. “ეს სახლიდან გადავიღე. ეწერი-ჯურუყვეთის გზა, რაც თოვა დაიწყო, არავის გაუწმინდავს. დევს შუა გზაზე მეტრი სიმაღლის თოვლი ზუსტად ისე, […]
„დილის 4 საათიდან შეკვეთილის წრიულზე ვარ ჩარჩენილი… 112-ს დავურეკე ასჯერ, აზრი ნული… აბა, დავიწყო ყვირილი _ კარგი სასამართლო მინდა-თქო, 10 ეკიპაჟი მოვა“

გურიაში, წვერმაღალას რკინიგზის სადგურთან თოვლში ჩარჩენილია და დახმარებას ითხოვს ნანკა გოგუაძე: „მეგობრებო, აქ ვარ ზუსტად ჩარჩენილი – ავტობანამდე არ მისული 200 მ. იქნებ ხართ ვინმე ახლოს მაღალი გამავლობის მანქანით? დაბალი მანქანით ვერ მოხვალთ“ _ წერს იგი სოციალურ ქსელში. მანამდე მან შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “S. O . S! ღამის 4 საათის მერე ჩარჩენილი ვარ თოვლში – […]