მარღა, რიჩარდი, დობრა, ჩიკო და… ლიზი ხოფერია! ვინ არიან აკეთის დოღის გამარჯვებულები

მარღა, რიჩარდი, დობრა, ჩიკო და… ლიზი ხოფერია! აკეთის დოღის გამარჯვებულები
„წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან 1 თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა“ _ მერაბ ჟორდანია იხსენებს

სულ მალე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა, რომელშიც დიდი ადგილი მშობლიურ „გურიას“ დაეთმობა. სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტსა და „გურიას“ სახელოვან ფეხბურთელს გასახსენებელი მართლაც ბევრი აქვს. ერთ-ერთია 1989 წლის მაისში გამართული მატჩი „გურია“-ცსკა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან ერთ თვეში ჩატარდა. სწორედ ამ მატჩის აქამდე უთქმელ ისტორიას მერაბ ჟორდანია იხსნებს: _ შეხვედრას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი, განსაკუთრებული […]
„ბაბუაჩემი და მისი მეგობრები – ევგრაფ შევარდნაძე და ვალოდია წულაძე ოცნებობდნენ, „გურიაში“ მეთამაშა… იცით, რა გუნდი იყო ლანჩხუთში?“ – მერაბ ჟორდანია

სულ მალე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა, რომელშიც დიდი ადგილი მშობლიურ „გურიას“ დაეთმობა. ჩვენი კლუბის სახელოვანი მოთამაშე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის „დინამოსა“ და ჰოლანდიური „ვიტესის“ ექს-პრეზიდენტი, წლების მანძილზე „გურიას“ დამხმარე და დღემდე მისი დიდი გულშემატკივარი მერაბ ჟორდანია სწორედ ლანჩხუთში გატარებულ წლებს და აქამდე უთქმელ ისტორიებს იხსენებს. _ ქართული ფეხბურთის მრავალწლიან ისტორიაში განსაკუთრებით კი საბჭოთა ეპოქაში, ბევრი […]
ლანჩხუთელი „პოლკოვნიკი“, რომელსაც სსრკ-ის ფეხბურთის სამმართველოს წარმომადგენელი გათამაშების კალენდარს უთანხმებდა – იმედო დუნდუა 80 წლისაა!

მეგობრებზე, „გურიასა“ და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული საფეხბურთო მოხელე მეგობრობდა ვიაჩესლავ კოლოსკოვთან, ვიქტორ პონედელნიკთან და სხვა საბჭოთა საფეხბურთო მოხელეებთან… მას საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში „პოლკოვნიკის“ სახელით იცნობდნენ. „გურიის“ უცვლელი გუნდის უფროსი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოს _ აღმასკომის წევრი და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ამ ორგანიზაციების დაარსებიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე _ ეს არის გულსუნდა (იმედო) დუნდუას, […]
ქორწილში მოლხენა და… გივი წითლიძე _ იცოდით, „გურიას“ ჩემპიონობა „მერცხალმა“ დააკარგვინა? გურული დერბის ლამის საუკუნოვანი ისტორია

გურული დერბის ისტორია სათავეს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს. პირველი შეჯიბრი 1937 წელს გაიმართა, როცა ლანჩხუთში პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი „სპარტაკი“ შეიქმნა (მისი წინამორბედი „კიმი“ არაოფიციალური გახლდათ). აღნიშნულ შეჯიბრში „სპარტაკის“ გარდა მაშინდელი მახარაძის, ჩოხატაურის ნაკრებები და სამტრედიის „ლოკომოტივი“ მონაწილეობდნენ. ზონაში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადიოდა, ეს პატივი კი ლანჩხუთის კლუბმა მოიპოვა და როგორც შემდგომში გამოჩნდა, გურიის […]
17 წლის იყო, შალვა კაკაბაძემ თასის ფინალში ძირითადში რომ დააყენა… ლანჩხუთელი ქომაგების გამორჩეული მოთამაშე, ვახტანგ (ვატა) თევზაძე დღეს 75 წლის გახდებოდა

ლანჩხუთის ,,გურიას“ გამორჩეულ ფეხბურთელს, ვახტანგ (ვატა) თევზაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1947 წლის 16 იანვარს ლანჩხუთში დაიბადა. ფეხბურთში ვარჯიში ცხრა წლისამ დაიწყო, ადგილობრივ ბავშვთა სპორტულ სკოლაში სოსო (ბუტა) ჟორდანიას ხელმძღვანელობით. ნიჭიერმა ახალგაზრდამ თამაში გლდანის სპორტული პროფილის სკოლაში ანდრო ზაზროევსა და თენგიზ კუბლაშვილთან განაგრძო. თანაბარი წარმატებით გამოდიოდა განაპირა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. 1965 წელს, 17 წლის […]
„ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ევგრაფ შევარდნაძე“ _ 25 წელი 25-ე ნომერში, ლანჩხუთში არავინ შეგიშვებს, ხონში მოგიწევს გაპარვაო და… რას შობი, შალიკია, მღუპავ?

დღეს, „გურიას“ ლეგენდარულ მწვრთნელს შალვა კაკაბაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. 22 წლის იყო, ლანჩხუთის გუნდი რომ ჩააბარეს და ზედიზედ 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. სულ კი 25 წელი გაატარა „გურიაში“ _ ერთი სეზონის ფეხბურთელის რანგში და კიდევ 2 წელი მთავარ მწვრთნელად. ევგრაფიმ გამომგზავნაო… ცნობილია, რომ ევგრაფ შევარდნაძის დროს “გურიას” არაფერი უჭირდა. ამიტომაც იყო, ვინც თბილისის “დინამოში” […]
[ექსკლუზივი] „10 წელი ვიყავი შვედეთში, 6 წელი – კიევის „დინამოში“, მაგრამ „გურიაში“ გატარებული სამი წელი ჩემს კარიერაში საუკეთესოდ მახსენდება…“ _ ვიქტორ ხლუსი

„თუ კიევის „დინამოში“ მოგებისთვის 60 მანეთს ვიღებდი, „გურიაში“ მოგება 800 მანეთად ფასობდა… 5 საათის განმავლობაში მაგიდის ქვეშ ვიყავით. აქ გასახდელთან მინები ჩაამტვრიეს, შემოვარდნის შანსი იყო“ მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ლეგენდად დარჩა „გურიას“ უკრაინელი ფორვარდი ვიქტორ ხლუსი _ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლანჩხუთელი ქომაგების უსაყვარლესი ფეხბურთელი… კიევის „დინამოში“ ნათამაშებმა „გურიაში“ მხოლოდ სამი სეზონი […]
„გურიას“ დამატებით დრო ეკუთვნოდა, ცსკა-ს კი მოგება არ დაუმსახურებია“… როდის დაიწერა „ფუტბოლ-ხოკეის“ ცნობილი სტატია _ „წერტილი რუკაზე“

1976 წელი იდგა… „გურია“ სსრკ-ის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა, ანუ მეორე ლიგის გუნდი საბჭოთა კავშირის 32 გუნდს შორის მოხვდა. ეს ისტორიული დღე იყო ლანჩხუთის ფეხბურთის ისტორიაში _ „გურია“ მილიონობით ადამიანმა გაიცნო. …იმ დღეებში ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის მოლოდინით ცხოვრობდა. ხუმრობა ხომ არ იყო, არმიელთა რიგებში საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების სამი წევრი გამოდიოდა. თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და […]
გვახსოვხართ, ბიჭებო! ტრაგედიები, რომელმაც საქართველო შეძრა: „სიმწარით და ტკივილით სავსე ოქტომბერი“

1-ელ ოქტომბერი მეორედ გახდა ბოლო ორ წელიწადში ქართული ფეხბურთში ტრაგიკული. ზუსტად ორი წლის წინ, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ლანჩხუთის „გურიას” მეკარე, კარგი ახალგაზრდა მიშო გოგუაძე… „ვინც ეს ავარია დაინახა, ის ხალხი ამბობს, – შოკში ვიყავით, ცაში ავარდნილი მანქანა რომ დავინახეთო. როგორც კი მანქანა მიწაზე დაეცა, მივიდნენ დასახმარებლად, ამბობენ, ბიჭი თავისი მძღოლის სავარძლიანად უკვე უკანა სკამების ადგილზე […]