1989 წლის 5 ნოემბერს, „გურიამ“ „ქაირათს“ 3:1 მოუგო… დღეს ორივე ლიგაზე თამაშობს: ალმათელები ჩემპიონთა, ლანჩხუთელები კი – მეოთხეში! „ცოტა კია სხვაობა“ და… ციცები?

ლანჩხუთის „გურიას“ გამორჩეული ქომაგი ლევან გიორგაძე, რომელიც ათწლეულებია, კლუბის სტატისტიკას აგროვებს, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „1989 წლის 5 ნოემბერი იყო… ამინდი, მგონი, შემოდგომისთვის დამახასიათებელი – წვიმიანი (კარგად არ მახსოვს, 13 წლის ვიყავი)… მაგრამ ძალიან კარგად გვახსოვს მეც და მთელ საქართველოს, რომ ლანჩხუთში ნამდვილი საფეხბურთო ამინდი იდგა… სსრკ-ს პირველი ლიგის გათამაშების 42-ე ტურში, ლანჩხუთის „გურია“ ალმა-ათის […]
გურული კლუბების „შავი პარასკევი“ _ „გურიამ“ ფოთში წააგო, მისი კონკურენტი „მერცხალმა“ ვერ შეაჩერა

ზედიზედ მეორე თამაშია, ვერ მოიგო „გურიამ“. თუმცა 3 ქულას ვინ ამბობს (წინა ტურში 2:2 „არაგველებთან“), ამჯერად, გათამაშების ლიდერებმა ფოთში, იქაურ „კოლხეთი-2“-თან 2:3 წააგეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლანჩხუთში ფრედ, 0:0 დასრულდა და ყველაზე მეტი – 5 ქულა დააკარგვინეს კოლხებმა მესამე ლიგაზე მეოცნებე მეზობლებს. ორ შეხვედრაში გაშვებული 5 გოლი ზედა ლიგაში დაწინაურების მოსურნე გუნდისთვის მეტისმეტია. „გურიას“ […]
გელაშას ძალიან უყვარდა ლანჩხუთი… „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი, 29 წლის ზურა გელაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა

წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 5 მგზავრიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორისაა 29 წლის ზურა გელაშვილი _ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებისა და „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი. ჯერ კიდევ 17 წლის პერსპექტიულ მცველს ქუთაისის „ტორპედოში“ შემადგენლობაში ქვეყნის მთავარ ლიგაში ჰქონდა […]
გურული გუნდების 2:2-ები და 2 ვანოს 2 გოლი – „გურია“ პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზეა

დღეს პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა მეოთხე ლიგაში, სადაც 2 გურული კლუბი ასპარეზობს. „გურიამ“ და „მერცხალმა“ თავიანთი შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით, 2:2 დაასრულეს. ოღონდ ლანჩხუთელები იგებდნენ და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით ქულა დაკარგეს, ხოლო რეგიონის მთავარი ქალაქის გუნდმა, ასევე ბოლო წუთებზე, ქულა გადაარჩინა. „გურია“ თბილისში ესტუმრა „არაგველებს“ და პირველი ტაიმი 0:1 დათმო. მეორეს დასაწყისშივე ვანო […]
ლანჩხუთში ქალმა იმსაჯა და „მერცხალის“ თრილერი… ვანო წილოსანის გოლით „გურია“ პირველ ადგილზე გადავიდა

„გურიამ“ სეზონი განაახლა და „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბს 1:0 მოუგო. სამი ქულის მომტანი გოლი ვანო წილოსანმა გაიტანა. ბოლო წუთები „გურიამ“ 10 კაცით ითამაშა, მსაჯმა თამთა შენგელიამ 1 წუთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა ლიდერსა და კაპიტანს, თემურ შარაშენიძეს და 73-ე წუთზე მოედანი დაატოვებინა. „გურიას“ რიგებში ისევ გამოჩნდა სანდრო ბახია, რომელსაც კარიერა დასრულებული ჰქონდა. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა […]
სოფელ ნინოშვილში გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში ჩოჩხათის გუნდმა გაიმარჯვა

ლანჩხუთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სოფელ ნინოშვილში სევერიანე მიქაბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ფინალურ მატჩში ჩოჩხათმა ნინოშვილს მოუგო და ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულები ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ დააჯილდოვა. გამარჯვებული ჩოჩხათის გუნდი
ლანჩხუთში გამართული 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი Champs–მა მოიგო

ლანჩხუთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სოფელ გვიმბალაურში ჩატარდა 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი Champs–მა დაიკავა. გამარჯვებულები და საუკეთესოები ზემოხსენებული სამსახურის უფროსმა, პაატა ურუშაძემ დააჯილდოვა. ტურნირის გამარჯვებული Champs
„დე, კიდევ ერთი თამაში მოვიგე ჩემპიონთა ლიგაზე“ _ გიორგი ჩხაიძის ემოციური ფეისბუქ-პოსტი და საოცარი ამბავი, რომელიც აგატირებთ…

„დე, კიდევ ერთი თამაში მოვიგე ჩემპიონთა ლიგაზე“ _ დაწერა გიორგი ჩხაიძემ, რომლის გუნდმა გუშინ საღამოს მთელი საქართველო გაახარა: „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ გათამაშებას გამოთიშა. გურულთა თავკაცს დედა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა და ყველაზე დიდ გულშემატკივარს მიუძღვნა გუშინდელი გამარჯვება. ვინც გიორგის ახლოს იცნობს, იცის, როგორი პოზიტიური და გულიანია, ამავე დროს, ძალიან ემოციური და განიცდის. […]
[ექსკლუზივი] „საქართველოდან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირებს შემოვრჩით, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას ზრდის“ – ინტერვიუ გურულების წარმატების მთავარ შემოქმედთან

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს _ ჩვენებურებმა ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ 2:1 დაამარცხეს [ასევე წაიკითხეთ: MR. ZENGA და 19 ციცა „ფადილ ვოკრიზე“ _ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს… ზეიმის ფოტო პრიშტინადან https://shorturl.at/7kSng] „გურია თუდეი“ მატჩის დასრულებიდანვე ცდილობდა გურულთა წარმატების მთავარ შემოქმედთან, გიორგი ჩხაიძესთან ინტერვიუს ჩაწერას, რაც დილის 6 საათისთვის მოვახერხეთ: _ გიორგი, […]
MR. ZENGA და 19 ციცა „ფადილ ვოკრიზე“ _ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს… ზეიმის ფოტო პრიშტინადან

2 აგვისტო, 2025 წ. | პრიშტინა, სტადიონი „ფადილ ვოკრი“ | ლანჩხუთი 2:1 კლიფტონვილი 1:0 წიქარიძე (55), 2:0 სულაშვილი (56), 2:1 მაგე (90) ლანჩხუთი (4-4-2): გაბუნია – ჰირჩიცი (71. ჭიჭინაძე), მურილო, მატვეევა, ჩხარტიშვილი – ტელეს ორტისი (83. გუჯაბიძე), წულაია (83. დიმოპულუ), რასელი, კამარგო – სულაშვილი (67. სმიტ პაუელი), წიქარიძე მთ. მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე გუშინ, საღამოს 9-დან […]