„სალიარკას“ იმხელა ფასი, აწი ჭადს ქორწილში თუ მოგართუმენ გოჭის ხორცის მაგიორო!

გურული ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის ფეისბუქ-პოსტი: საუბარი მაღაზიაში: _ ჩვენს ტრაქტორისტს ყანის დახვნის ამბავი რომ კითხეს, ასე უთქვამს – სალიარკას იმხელა ფასი, აწი ჭადს ქორწილში თუ მოგართუმენ გოჭის ხორცის მაგიორო!
„იქინე რომ კაი იყოს, შენ მომასწრებდი წასლას? კარქათ იყაი ახლა. ისთე წაი, უკან არ მეიხედო… “ _ დატირება გურულად

_თუ კტებოდი, გეთქუა ქემაინც, ბიჯო! რეიზა დაგვიმალე, მაინც ხო გევიგებდით?! _რეიზა მუაკვლიე დალევას თავი?! იქინე არდალიო, თვარა ვინ გიპატრონეფს მერე?! კიდომ არ მოკტე! _იქინე რომ კაი იყოს, შენ მომასწრებდი წასლას?! გევიქცეოდი! _მერე მეც ქი წამუალ. კი ჩამაკვეტებენ საცხა! არ ვარ ბელენგარე! _ცოცხალი რაფერი წყნარი იყაი და ახლა ვერ გამაგრეფთ, მირბიხარ! _ მოგეცა პაწე, წასლამდე! _ […]
„გაზაპრავკებული“ ქე გყოლიათ და ახლა „რული“ დოუყენეთ და ეგება, ბოინამდე მისი „ხოდით“ მივიდესო… _ მხიარული გურული ისტორია

გურული ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ძველ მხიარულ ისტორიას იხსენებს: _ გურიაში არის ასეთი გამოთქმა „ჩემულობს”, მაგალითად, ვეტექიმობას “ჩემულობს” ან ელექტრიკობას “ჩემულობს”, ასევე იტყვიან “მატორისტობას” “იბრალებს” და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, “ჩემულობს” და “იბრალებს” სიტყვა “დილეტანტიზმის” ერთგვარი შესატყვისები გახლავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ისტორიაა: გურიის ერთ სოფელში ძროხა გახდა ძალიან ცუდად. პარტონს მეზობელმა, რომელიც ვეტექიმობას ჩემულობდა, ასწავლა […]