გამოვიდა „გურია თუდეის“ სპეციალური ნომერი: „ლანჩხუთი plus“ #2197, 21 იანვარი, 2025 წ. დამშვიდობება ლეგენდარულ რედაქტორთან

გუშინ ლანჩხუთი ლეგენდარულ რედაქტორს დაემშვიდობა… ქეთევან ნაკაშიძემ 30 წლის წინ, 1995 წლის 23 იანვარს, მართლაც რომ „ლამპის შუქზე“ შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ – ამბის და სინათლის მომტანი გაზეთი… თქვენს წინაშეა „ლანჩხუთი პლუსის“ სპეციალური ნომერი _ ამით „გურია თუდეი“ შეეცადა მცირედით მაინც გადაეხადა მადლობა ლეგენდარული რედაქტორისთვის იმ ამაგისთვის, რაც მან ლანჩხუთის მედიის და მთლიანად მუნიციპალიტეტის წინაშე გასწია […]

“აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ” _ ქეთევან ნაკაშიძე

30 წლის წინ, ლანჩხუთში პირველი დამოუკიდებელი გაზეთი დაარსდა _  „ლანჩხუთმა პლუსმა“ ეპოქა შექმნა. სამწუხაროდ, იუბილეს მისი ლეგენდარული რედაქტორი ვერ მოესწრო. გთავაზობთ ქეთევან ნაკაშიძის  გამოსამშვიდობებელ სტატიას, რომელიც „ლანჩხუთი პლუსის“ ბოლო ნომერში, 2021 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნდა: აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, რომ დღემდე კითხულობთ ჩემს […]

ფაცია, ვერა სერგეევნა, ნაკაშიძის დედა, თინა… „აცაურას“ სოლისტის, თამილა ჩხაიძის თეატრალური ცხოვრება

ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრს არაერთი ნიჭიერი მსახიობი თუ სცენისმოყვარე ჰყოლია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოუყვანია მაყურებელი. დღეს ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიამბობთ. თამილა ჩხაიძე დაიბადა 1961 წლის 23 ნოემბერს სოფელ აცანაში. დაამთავრა აცანის საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მუშაობა დაიწყო კულტურის სახლში _ გახლდათ სახალხო ანსამბლ […]

„იმ სამ ოთახში ჩვენი პატარა ქალაქის თანამედროვე ისტორია იწერებოდა წვალებით, ბრძოლით, ჩხუბით, ბრაზით“ – ეპოქა სახელად „ლანჩხუთი პლუსი“

„შეეძლო და შექმნა რაიონის ცხოვრებაში დაუვიწყარი გაზეთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა წერილი ლამის ზეპირად იცოდა მკითხველმა, ყველა ავტორს ცნობდა და ელოდა…“ „ლანჩხუთი პლუსის“ ყოფილი ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე ახლახან გარდაცვლილ ლეგენდარულ რედაქტორზე, ქეთევან ნაკაშიძეზე ემოციურ წერილს აქვეყნებს: „სულ ასე მგონია, რომ სათანადოდ ვერ მივეფერეთ ბოლოს, როცა გაზეთი დაიხურა. არადა, ეპოქა შექმნა, მთელი ეპოქა. “ლანჩხუთი […]

„წევიდა გურული სათოხარში, გექტრობით მიწა აქვს და აგერ კრიმანჭულს ღიღინებს… იქაც იმიტომ მიდის, რომ სამხარზე ღვინო გადაჰკრას“

„მარტო გურულებმა ვიცით იმის გარკვევა ჩამოსვლისთანავე, სტუმარი თუ როდის მიდის. იმიტომ კი არა, რომ გვეჩქარება მისი წასვლა. უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენად დიდი გეგმა აქვს სტუმარს და თითქმის არ მახსენდება, რომელიმე სულიერს გურული განეცვიფრებინოს გეგმის მასშტაბურობით“ გურული ექიმი შოთა თედორაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ჩანახატებს, რომელიც საინტერესოდ იკითხება და ძირითადად, თავისი სამედიცინო საქმიანობა აქვს „ფარცაკად მოკვარახჭინებული“. ამჯერად […]

„მამათში ხმა დაირხა, ფილიპე კილაძის ქეთინო ყველაზე მეტ ჩაის ჰკრეფსო“ – რას წერდა 1962 წელს „საქართველოს ქალი“ ლანჩხუთელ მეჩაიეებზე?

„კარგი ჯიშის ჩაის პლანტაციები აქვს გაშენებული ლანჩხუთის ქალაქის კოლმეურნეობას. ჩაის პირველივე ბუჩქთან თავდახრილი ჩალისქუდიანი ქალი დგას და ხელების სწრაფი მოძრაობით თვალის დახამხამებაში ივსებს მუჭებს ნორჩი ფოთლებით, მერე მოგრძო კალათაში ჰყრის ფოთლებს და ისევ ბუჩქს ეპოტინებიან თითები“ ბრიგადირი მის ძებნას თითქმის ერთი საათი მოვანდომე. ყველა შემხვედრისგან ერთ პასუხს მიიღებდი _ ახლა აქ იყოო თინა. მაგრამ ადვილი […]

„ქალი, რომელმაც მართლაც რომ „ლამპის შუქზე“ შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ – ამბისა და სინათლის მომტანი გაზეთი”

„ერთად მუშაობის 19 წლის მანძილზე მისგან ბევრი კარგი ვისწავლე. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისთვის, ასევე ქართული ჟურნალისტიკისთვის“ ლანჩხუთის გამორჩეულ ჟურნალისტს, ქეთევან ნაკაშიძეს ემოციურად ემშვიდობებიან მეგობრები, კოლეგები, ახლობლები, ნაცნობები. გულო ჭყოიძე: „როგორ დამწყვიტე გული, ქეთი, ჩემო კარგო ქალბატონო, კარგო მეზობელო და უნიჭიერესო პიროვნებავ, ჩვენი ყველა შეხვედრა გულთბილი და საინტერესო იყო. ძალიან დამაკლდები, ნათელი […]

ლანჩხუთში დიდი ეპოქა დასრულდა – აღარ გვყავს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ქეთევან ნაკაშიძე

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა. მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება _ 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა. მანამდე იგი „ლანჩხუთის მოამბის“ („კომუნისტური შრომა“) რედაქტორის მოადგილე გახლდათ. ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას […]

ლანჩხუთელი მსახიობი, რომელსაც სოციალურ ქსელებში 300 ათასამდე გამომწერი ჰყავს და კლიპებში იღებენ

1850 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი _ გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. გაგაცნობთ ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს – პაატა კაცაძეს. პაატა კაცაძე, ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობია, იგი ასევე გახლავთ ბლოგერი იუთუბზე და სხვა […]

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში“ _ დიდნენეის მოგონებები, ანუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს აჭარაში

„ნაძვის ხეს არ ვდგამდით, ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი“ გურულ კალანდაზე რამდენიმე სტატია შემოგთავაზეთ. თუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს ჩვენს მეზობელ აჭარაში, ამის შესახებ ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე საუცხოოდ წერს: […]