[„გურია თუდეის“ არქივიდან] ვინ მიიყვანა პოლიციაში, სად შეხვდა ვანო მერაბიშვილს, რატომ იყო საწოლს მიჯაჭვული ერთი წელი და როდის გახიზნა ოჯახი ლანჩხუთიდან ბესიკ ტაბიძემ?

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარედ მისი არჩევა ხმაურის გარეშე არ მომხდარა. ყოფილ პოლიცმაისტერს 2 ხმით ნაკლები რომ მიეღო, ახალი თავმჯდომარის არჩევა გახდებოდა საჭირო. ნიგვზიანელთა „დავით აღმაშენებელი“ ბავშვობაში ცელქობით გამორჩეული ყოფილა და მამა „ღვთის პირიდან გადავარდნილსაც“ ეძახდა. როგორ მოხვდა პოლიციაში, ვინ გაუწია რეკომენდაცია საკრებულოს თავკაცის პოსტზე და რატომ აქვს ავტომობილში მუდმივად „ვალინკები“, სად გაიცნო მომავალი მეუღლე და რატომ […]

[„გურია თუდეის“ არქივიდან] ცაში დაფერფლილი ბედნიერება… „ჩვენ მხოლოდ დასახიჩრებულ გვამებს დავტიროდით“ – ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა

იმ საბედისწერო დღეს ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, ხოლო პატარა ქალაქს წლების მანძილზე ახსენებდა დედის გამგმინავი გოდება, რომ მისი ოჯახის თავს 1985 წლის 11 ოქტომბერს დიდი უბედურება დატრიალდა… „გურია თუდეი“ ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, რედაქციის არქივიდან გთავაზობთ სტატიას _ „ცაში დაფერფლილი ბედნიერება“. … მაშინაც ოქტომბერი იდგა… მთელი საქართველო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც მენაღარიშვილების ორი ოჯახი […]

მაშინ, როცა რაიონის ბიუჯეტი 5 მილიონი მანეთი იყო, 18 მილიონით დააფინანსა „გურიას“ სტადიონის მშენებლობა… რა აკავშირებდა ლანჩხუთთან გურამ მგელაძეს, რომელმაც შექმნა „რა მოხდა აბაშაში“

ლანჩხუთისთვის ნაცნობი სახელია _ გურამ მგელაძეს უკავშირდება „გურიას“  სტადიონის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლების მეორე ნახევარში. მაშინ იგი „საქაგრომრეწვს“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც 18 მილიონით დააფინანსა ლანჩხუთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როცა რაიონის წლიური ბიუჯეტი 5 მილიონ მანეთამდე იყო. გურამ მგელაძე ცკ-ის მამათელი მდივნის და იმ დროს უკვე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრად მიიჩნეოდა. თუმცა, […]

„ეშინოდათ, გურია-ცსკა-ს მატჩი სხვა სახის ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო… იმ მატჩის რეპორტაჟს გადავცემდი და მოწმე ვარ, ლანჩხუთში თამაშზე საბჭოთა ჯარების მთავარსადლობა რომ ჩამოვიდა“

„ლანჩხუთელი ფეხბურთელების მხარდაჭერა იმითაც იყო ფასეული, რომ „გურიამ“ იმ წელს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მიპოვა. ამ გუნდის ფეხბურთელების ვაჟკაცობამ ლიტველი კალათბურთელები გამახსენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დემონსტრანტთა   შორის პირველ რიგებში სწორედ ისინი იდგნენ და დემონსტრაციას დროშით ხელში არვიდას საბონისი მიუძღოდა ხოლმე…“ 1990 წლის 15 თებერვალს ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა. მაშინ ისტორიული სიტყვა „გურიას“ ფეხბურთელებმა თქვეს, რომლებმაც […]

„მამა გაბრიელი განვკურნე და ჩემზე დიდი მადლი გადმოვიდა!“ _ ლეგენდარული სახალხო მკურნალი და ქვიანელი ასკურავების 300 წლიანი ტრადიციებით დამზადებული მალამო

ლანჩხუთური ფესვების სახალხო მკურნალი ბიჭიკო ასკურავა რამდენიმე წლის წინ გარდაიცალა. გთავაზობთ 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც „აკურავას კლინიკის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მასზე უკვე 50 წელია ლეგენდებს ჰყვებიან. საოჯახო მალამოთი გატეხილი ძვლების შეხორცება ისე მიმდინარეობს, თითქოს ლითონის ნივთებს ადუღებენ ერთმანეთთან. მკურნალობის ტრადიციული მეთოდი 300 წელს ითვლის, ეს საქმიანობა მამამ შეასწავლა, მოგვიანებით ისრაელში კლასიკური სამედიცინო განათლებაც […]

„კოპალა“ იყო გურული ქომაგების მარადონაც, პელეც და კრუიფიც… რა უთხრა იური სიომინმა „გურიას“ „საუკუნის მატჩის“ წინ ლანჩხუთური კლუბის ლეგენდას

ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდაო, თუ ვიტყვით, ეს თემურ ჩხაიძესთან ერთად უპირველესად ვახტანგ კოპალეიშვილია _ 80-იანი წლების ტრიუმფალური შემადგენლობის ლიდერი და გურული ქომაგების სათაყვანებელი მოთამაშე. მან ბევრი სიხარული მოუტანა ლანჩხუთელებს და 1986 წლის მთავარ წარმატებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს ტანომრჩილი მოთამაშე ლანჩხუთის მთავარ არენაზე სასწაულებს სჩადიოდა და მუდამ აღფრთოვანებაში მოჰყავდა მრავლისმნახველი გურული ქომაგი. სულ „გურიაში“ 200-ზე მეტი […]

დაიბადა და აღიზარდა ნიგოითში, თავადი მაჭუტაძეების ოჯახში… 12 ოქტომბერი ლანჩხუთელი წმინდანის ხსენების დღეა!

წმინდა ონოფრე გარეჯელი – ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე დაიბადა და აღიზარდა ნიგოითში. თავადი მაჭუტაძეების ოჯახში. მისი მამა გურიის სამთავროს სახლთუხუცესი ალექსანდრე მაჭუტაძე იყო. ძმა მაქსიმე მაჭუტაძე კი, ჯერ ჯუმათის მთავარეპისკოპოსი, შემდეგ ბოლნისის მიტროპოლიტი გახლდათ. წმინდანის ბიძა (მამის ძმა) იყო საქართველოს დიდი საეკლესიო მოღვაწე კათალიკოს-პატრიარქი მაქსიმე I მაჭუტაძე. ოთარ მაჭუტაძე თავის მღვდელმთავარ ძმასთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში გადადის. […]

„მეგობრობაში გაქებენ, კაცისთვის გზა და ხიდი ხარ, ლანჩხუთი გიყვარს გულდაგულ, აქედან არსად მიდიხარ…“ _ 117 წელი ლანჩხუთის ლეგენდის, ვალოდია წულაძის დაბადებიდან

მეგობრობაში გაქებენ, კაცისთვის გზა და ხიდი ხარ, ლანჩხუთი გიყვარს გულდაგულ, აქედან არსად მიდიხარ, თამარი გშვენის დედოფლად, თავად კი მეფედ გვიზიხარ” ეს ლექსი ლანჩხუთის რაიკომის მაშინდელი მდივნის და კულტურის ამაგდარის, დავით საბაშვილის მოსწავლე შვილმა, ნანა საბაშვილმა მიუძღვნა ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთ შესანიშნავ მსახიობს, რაიონის თეატრის ლეგენდარულ რეჟისორს და ქალაქის ნამდვილ კოლორიტს – ვალოდია წულაძეს, რომლის […]

„დედის ანდერძი  ანუ როგორც ზღაპარში“ _ რას წერდა „გურია თუდეი“ 8 წლის წინ, ჯურუყვეთის „უჯამაგირო მოჯამაგირე“ ლევან იოსელიანზე, რომელიც ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს?

იყო და არა იყო რა… ღვთის უკეთესი რა იქნებოდა… იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი… ერთ ქვეყანაში იყო ლამაზი სოფელი კეთილი ხალხით. იმდენად კარგი ხალხი ცხოვრობდა ამ კარგ სოფელში, რომ ხშირად სტუმრობდნენ ზაფხულობით დიდი ქალაქებიდან… ჩამოდიოდნენ და ბავშვები რჩებოდნენ, დიდი ქალაქის მტვერს სოფლის სუფთა ჰაერზე თამაშს ამჯობინებდნენ… გადიოდა წლები… ქვეყანაში დიდი სიდუხჭირის მიუხედავად, ქალაქი ვითარდებოდა… […]

1845 წელს გურიის მაზრაში 499 მეიარაღე იყო! კვაჭაძე, სალუქვაძე, ჩხარტიშვილი… _ ვინ იყვნენ პირველი გურული მეიარაღეები?

საქართველოში და მათ შორის გურიაში ხმლის და ხანჯლის საპირე მასალა შემოდიოდა ევროპიდან. ძირითადად ეს იყო ფერარას ფოლადი (Andrea Ferrara ვენეციელი მეიარაღე). ევროპული ფოლადისაგან მზადდებოდა გურიაში ე.წ. „გურული ხანჯლები“, რომლებიც ახლაც პოპულარულია კოლექციონერებში. ასევე ევროპიდან შემოდიოდა პისტოლეტების მექანიზმები, რომლიდანაც გურიაში აწყობდნენ კაჟიან ე.წ. „ფიშტოს“, რომლის დასახელებაც Pistol-ის გურული ვარიანტია (ისევე როგორც დიდი ალბათობით „ფირალი“ – Pirat, […]