ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გაერთიანებული ბოლო ზარის კონცერტისთვის მომღერალ ოთო ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება მომღერალ ოთარ ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ www.bpn.ge წერს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ოთარ ნემსაძემ კონცერტი 28 მაისს უნდა გამართოს. “როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიება, რაც მოსახლეობის დიდ […]

„ჩიბათობა“, ავთანდილ ჯორბენაძის იდეა, გურული მხედრების მონუმენტი, გია ბაღაშვილი და „ქუჩის მუსიკოსები“ ჩიბათში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა. ჩიბათელი მხედრების სკვერში გურული მხედრების მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. იდეის ავტორი ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ავთანდილ ჯორბენაძე გახლდათ, რომლის გარდაცვალების შემდე იგი მისმა ოჯახმა განახორციელა. დღის განმავლობაში გაიმართა ტრადიციული სპორტული ღონისძიებები _ ფეხბურთის მატჩი და დოღი, რომელშიც 20-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა სოფელში ახალი […]

“შაკოს ოჯახს გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმეს ხურავს, რადგან მკვლელი არის 13 წლის… გართობას ბიჭის სიცოცხლე შესწირა” _ ვისზე წერს ნინია ბარამიძე

„მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს 13 წლის მკვლელთან და მის ოჯახთან. 13 წლის მკვლელმა, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი შაკო შარაბიძე მოკლა, მანქანით დაეჯახა“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე. მისივე თქმით, შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელი და უთხრეს, რომ საქმე უნდა დაეხურათ, რადგან მკვლელი არის 13 წლის. „დღეს შაკოს ოჯახმა […]

გურიაში, მომხმარებელმა „ჩუდოს“ იოგურტში თაგვი აღმოაჩინა _ რას ამბობენ სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და მწარმოებელ კომპანიაში

ოზურგეთში ერთ-ერთმა მოქალაქემ თხევად იოგურტში თაგვი აღმოაჩინა. მან ე.წ. გაკირულის უბანში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ”ჩუდოს” მიერ წარმოებული თხევადი იოგურტი იყიდა. ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. ის სასწრაფოდ ითხოვს ”ჩუდოს” წარმოებული პროდუქციის სათანადო კვლევას. ”ჭიქაში გადმოსხმის დროს გადმოსრიალდა ბოთლიდან თაგვი. საშინელება იყო” – ამბობს მომხმარებელი. TokTv დაკავშირდა კომპანია “ვიმ ბილ […]

„ისეა გადანაწილებული, ზოგი გარეთ დარჩეს და მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს, ნაწილმა კი თავი დაიტუსაღოს, რათა სურათი შექმნან…“ _ ნინო წილოსანი

„ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ” – ამის შესახებ ლანჩხუთის ყოფილმა მაჟორიტარმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციონერების ნაწილის მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ”ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ […]

„10 ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან… დამთავრდებიან ძალიან მალე“ – ლადო აფხაზავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე

„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით, მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში. „ცხვირ-პირს გვილეწავდნენ და არავინ დაუპატიმრებიათ, არავის პასუხი არ უგია. სიძულვილის ენის ტირაჟირება ამათი ხელისუფლების დროს […]

„ლანჩხუთში მატარებელს ცეცხლი არ გასჩენია, მცირე ტექნიკური პრობლემა იყო“ _ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

დღეს, ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. „20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად […]

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა [+ფოტოები]

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა. საბედნიეროდ, მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს. ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს. ჯაბა ტუღუშის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან გამოცემის ცნობით, ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა. მათი ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა. შემთხვევისას მოხდა ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა, რის გამოც ბათუმი-თბილისის სამზავრო მატარებელი […]

„კვარას, მიქაუტაძის, ზურიკოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, [მაგრამ] ლგპდ პროპაგანდა მუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, ამას როგორ გააკეთებ!“ _ კარლო წილოსანი

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ კარლო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის სართაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის შეხვედრებში მოთამაშე ფეხბურთელების, მათ შორის ქართველი ვარსკვლავების _ ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის მაისურებზე მხარდამჭერი ლოგოს (დროშის ფერები) დატანის ფაქტს. “კვარას, მიქაუტაძის, ზურიკოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, ასევე ყველა ქართველი სპორტსმენის და არამარტო… ზოგადაც, […]

„ვოლფრამის თვალზე კურცხალი შევნიშნე, ანდრიასმა კამერა საწოლის თავზე ჩამოკიდა და გაინაბა. ბოლოს ბორეგი მოგვიტანეს, ეგება ტკბილი გესიამოვნოთო“

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე მორიგ ემოციურ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში: _ შვიდი, რვა წლის წინანდელი ამბავია და მომინდა მოგიყვეთ: საპატივცემულო სტუმრები მყავდა გერმანიიდან, ბოტანიკოსი პროფესორები და საქვეყნოდ ცნობილი მებაღეები. რა თქმა უნდა, გურიაში წავიყვანე. ერთ დღეს შემოქმედი ვაჩვენე და გომისმთაზე გადავწყვიტე ამეყვანა მზის ჩასვლის სანახავად. ვიფიქრე, გზად ბჟუჟის პირას, ჩაქუხაზე, ფაცხებში ვასადილებ-მეთქი და  საგზალი არ […]